საჯარო კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწვევს საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საკუთარი წვლილის შესატანად საქართველოს შესახებ 2025 წლის წლიურ ანგარიშის მომზადებაში გაფართოების პაკეტის ფარგლებში.
თითოეული კრიტერიუმისთვის – პოლიტიკური, ეკონომიკური კრიტერიუმები და ევროპული სტანდარტები (თავები – chapters) – ჩატარდება საქართველოს წინსვლის შეფასება მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ანგარიში საქართველოს შესახებ 2024 (მიღებული 2024 წლის 30 ოქტომბერს). წინსვლა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების, მიღებული კანონმდებლობის, განხორციელებული ღონისძიებებისა და ამჟამად არსებული და მოქმედი სტრუქტურების მიხედვით შეფასდება. ანგარიშგების პერიოდია 2024 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის
31 აგვისტომდე.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განვითარების პროგრამებზე მომუშავე პარტნიორების წვლილის გათვალისწინებით, წარმომადგენლობა მიესალმება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობას წერილობითი მასალების მოწოდების მეშვეობით, რათა ეს მასალები ჩვენი ანალიზისა და სიღრმისეული შეფასებისთვის გამოვიყენოთ.
წერილობითი მასალები გამოგზავნილი უნდა იყოს 2025 წლის 16 აპრილამდე.
გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან აპრილის დასაწყისში საჯარო კონსულტაციებს გამართავს კონსულტაციების ჩატარების ადგილი დამატებით გამოცხადდება.
დამატებით ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]