ევროპის დღე-2025 საქართველოში – აღნიშნეთ 9 მაისი ევროკავშირთან ერთად
ჩაინიშნეთ 2025 წლის 9 მაისი კალენდარში, შემოგვიერთდით ექსპო ჯორჯიაში და გაიგეთ მეტი ევროკავშირისა და ქართველი ხალხის პარტნიორობის შესახებ, რომელიც 30 წელს ითვლის.
“წელს ჩვენ არა მარტო პატივს მიაგებთ ჩვენს საერთო ისტორიას და ღირებულებებს, არამედ ასევე ამ პარტნიორული ურთიერთობის მძლავრ ზეგავლენას, რომელიც მას კვლავაც აქვს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ყველა რეგიონსა და საზოგადოებრივ ჯგუფში. შემოგვიერთდით და მოქმედებაში გამოსცადეთ ეს პარტნიორობა კულტურის, დიალოგის, აღმოჩენის და კავშირის საშუალებით”, ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესრელიზში.
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, ეძღვნება საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციას, საიდანაც აიღებს სათავეს ის, რასაც ჩვენ დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. საქართველოში ეს ღონისძიება ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
ევროპის დღის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება მე-11 პავილიონში, 12:00 საათზე.
ევროპის დღის პროგრამა შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს:
ევროპის გუნდი – პავილიონი 6
შეხვდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, აღმოაჩინეთ მათი კულტურა, გაეცანით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და გაიგეთ, როგორ უწყობს ხელს ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნის განვითარებას.
EU პროექტების სივრცე – პავილიონი 11
შეაბიჯეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივების სამყაროში და ნახეთ, როგორ უწყობენ ისინი ხელს ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლებიდან მდგრად განვითარებამდე, დასაქმებიდან თანასწორობამდე.
EU საუბრები #ERTAD – პავილიონი 4
მოუსმინე გამორჩეულ მომხსენებლებს საქართველოდან და ევროპიდან, რომლებიც იმსჯელებენ ევროპული ღირებულებების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და მათ როლზე საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებაში.
ფოტოგამოფენა – “10 წელი ფოკუსში” – პავილიონი 3
ვიზუალური მოგზაურობა ბოლო ათწლეულში საქართველოში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რომელიც წარმოადგენს კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულ დოკუმენტურ ფოტოებს.
საგანმანათლებლო თამაში: წიგნის თარო – პავილიონი 3
შეუერთდით ახალგაზრდებს ინტერაქტიულ თამაშში და აღმოაჩინეთ ევროკავშირის ისტორია, ლიტერატურა და ღირებულებები საინტერესო და სახალისო ფორმატში.
Europe à la Carte – პავილიონი 3 – მიმდებარე ეზო
შეუერთდით შეფ ქეთი ბაქრაძეს და ევროკავშირის დიპლომატებს კულინარიის სპეციალურ სესიაზე, სადაც წარმოდგენილია ავთენტური ევროპული კერძები.
აუდიო-ვიზუალური გამოფენა – “ეს ქვეყანა შენია” – პავილიონი 3
მიიღეთ გამორჩეული გამოცდილება და გაიგეთ მეტი ქართული ტრადიციების, ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ.
უნიკალური ქართული გემო – პავილიონი 11 – მიმდებარე ეზო
დააგემოვნეთ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს რეგიონებიდან და გაიგეთ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი მდგრად სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას.
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა – პავილიონი 11 – მიმდებარე ეზო
შეხვდით ადგილობრივ ოსტატებს, აღმოაჩინეთ მათი გამორჩეული ნამუშევრები და გაიგეთ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნით.
ინტერაქტიული ღონისძიებები
ისიამოვნეთ აქტივობებით, თამაშებით და ცოცხალი გართობით ყველა ასაკის ადამიანისთვის მთელი დღის განმავლობაში!
დამატებით ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]