აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიებზე განაცხადების მიღება დაიწყო
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 2025 წლის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ყველა მოქალაქისთვის მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის განურჩევლად. აპლიკანტი უნდა იყოს 18 წელს ზემოთ, კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას და ჰქონდეს თემის ჩართულობის ან სამოქალაქო ტექნოლოგიების სფეროში განსახორციელებელი პროექტის იდეა.
კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომია ორი ტიპის სტიპენდია: თემის ჩართულობის სტიპენდიები და სამოქალაქო ციფრული სტიპენდიები. მსურველებმა უნდა წარადგინონ პროექტის იდეა, რომელიც ხელს უწყობს მონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღებასა და სოციალურ სამართლიანობას, ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, ინკლუზიურ და მდგრად ციფრულ ტრანსფორმაციასა და ინტეგრირებული ეკონომიკის მხარდაჭერას. დამატებითი ქულები მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც დეზინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მაისი. აპლიკაციების გაგზავნა შესაძლებელია ონლაინფორმის შევსებით.
შერჩეული კანდიდატები მიიღებენ მათ ინტერესებზე მორგებულ ტრენინგსა და მენტორობას, 5,000 ევროს თავიანთი აქტივობების განსახორციელებლად და საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ გახდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის სტიპენდიატთა კავშირის წევრები.
დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება 6 მაისს. ვებინარზე რეგისტრაცია ამ ბმულით არის შესაძლებელი,
მომდევნო კონკურსები გამოცხადდება 2025 წლის ზამთარში, 2026 წლის გაზაფხულზე, 2026 წლის ზამთარში და 2027 წლის გაზაფხულზე.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]