European Heritage Awards / Europa Nostra Awards-2026 საკონკურსო განაცხადების მიღება დაწყებულია
ევროკომისია და მისი შემოქმედებით პროგრამა Creative Europe (შემოქმედებით ევროპა) იწვევს პროექტებს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროში განაცხადების შესატანად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკონკურსო ჯილდოების – European Heritage Awards / Europa Nostra Awards-2026 მოსაპოვებლად.
წელს ჯილდოები ხუთ კატეგორიაში გაიცემა:
- კონსერვაცია და ადაპტიური ხელახალი გამოყენება;
- კვლევა;
- განათლება, ტრენინგი და უნარები;
- მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება; და
- მემკვიდრეობის ჩემპიონები.
განაცხადები უნდა უკავშირდებოდეს მატერიალურ, არამატერიალურ ან ციფრულ მემკვიდრეობას, როგორც მცირეს ისე დიდს, როგორც ადგილობრივ ევროპულს, ისე საერთაშორისოს.
განმცხადებლებს ექნებათ 10,000 ევროს ოდენობის „გრან-პრის“ და/ან 10,000 ევროს ოდენობის „საზოგადოების რჩეულის“ პრიზის მიღების შანსი.
განაცხადების შეტანის უფლება European Heritage Awards / Europa Nostra Awards პრიზების მოსაპოვებლად აქვთ მხოლოდ პროგრამის Creative Europe კულტურის სტენდში მონაწილე ქვეყნებს, კერძოდ – სომხეთს, საქართველოს და უკრაინას.
განაცხადები ქვეყნებიდან, რომლებიც არიან ევროპის საბჭოს წევრები, მაგრამ არ მონაწილეობენ პროგრამაში Creative Europe (აზერბაიჯანი და მოლდოვის რესპუბლიკა) მიიღება მხოლოდ კონკურსის Europa Nostra პრიზების მისაღებად, მაგრამ აღნიშნული ქვეყნებიდან შეტანილი განაცხადები ვერ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში გრან-პრის მოსაგებად.
განაცხადების შეტანის საბოლოო ვადაა 9 სექტემბერი.
Europa Nostra ჩაატარებს ორ ვებინარს „როგორ მოვამზადოთ განაცხადი European Heritage Awards / Europa Nostra Awards 2026-ისთვის“ (იგივე თემაზე და იგივე შინაარსით); ვებინარების ჩატარების თარიღებია:
- პარასკევი, 23 მაისი 2025, 12:00-13:00 CEST (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით). გაიარეთ რეგისტრაცია აქ
- ორშაბათი, 30 ივნისი 2025, 16:00-17:00 CEST (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით). გაიარეთ რეგისტრაცია აქ
ვებინარები უფასოა, მაგრამ რეგისტრაცია სავალდებულოა.
დამატებით ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]