ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი: მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ინტენსივობის შემცირება 2025 წელს 6 პროცენტამდე
2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4 პროცენტით გაიზარდა, რითაც მან მოლოდინებს გადააჭარბა და დაჩქარდა 2023 წლის 7.8 პროცენტიდან, აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბოლო საფლაგმანო ეკონომიკურ ანგარიშში.
ამ ზრდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, განათლების, საჯარო ადმინისტრაციის, ვაჭრობის და მშენებლობის სექტორები, და ომთან დაკავშირებული ფინანსური ნაკადების და რუსეთიდან მიგრაციის შემცირების მიუხედავად, შიდა მოხმარება რჩებოდა მაღალი, რაც კრედიტების რაოდენობის და ხელფასების ზრდით იყო განპირობებული.
იმავდროულად, 2024 წელს ინფლაციის დონე რჩებოდა დაბალი, საშუალოდ
1.1 პროცენტი, ანუ უფრო დაბალი 2023 წელს არსებულ 2.5 პროცენტთან შედარებით. ინფლაციის დონის დაჩქარება დაიწყო 2024 წლის ოქტომბრიდან სურსათზე ფასების ზრდის გამო, და წლიური მაჩვენებლით 2025 წლის მარტში 3,5 პროცენტს მიაღწია, რაც მცირედ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 3-პროცენტიან მაჩვენებელს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის პოზიცია კვლავ ფრთხილია და ის ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას გარე დაუცველობის შემცირებასთან აბალანსებს. მაღალი რეალური საპროცენტო განაკვეთი მიუთითებს მიზანმიმართულ მცდელობაზე შეაჩეროს ინფლაციის მოლოდინები.
პროგნოზირებულია, რომ რეალური მშპ 2025 წელს 6 პროცენტამდე, ხოლო 2026 წელს 5 პროცენტამდე შემცირდება, ანუ ზრდის პოტენციურ ტემპს მიუახლოვდება; ამ პროცესს მხარს უჭერს საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ენერგეტიკის და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორებში.
იმავდროულად, პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ შესაძლოა ექსპორტის ზრდა და ინვესტიციები შეამციროს, ვინაიდან რუსეთიდან მიგრაციის ერთჯერადი ეფექტი ქრება. უარყოფითი რისკები მოიცავს საგარეო ბალანსის და გარე მოთხოვნის შესუსტებას, მათ შორის სავაჭრო ტარიფების ზრდისა და ბიზნეს გარემოს გაუარესების გამო, და საკრედიტო ექსპანსიის ტემპის შემცირებას.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]