ევროკავშირი გურიაში მყოფ პირებს ოზურგეთის მოსანახულებლად და ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად იწვევს
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გურიაში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ადგილობრივი პროდუქტებისა და წარმატების ისტორიების გაცნობა სურთ, ოზურგეთში იწვევს. სპეციალური ტური 29 მაისს ჩატარდება.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ტურის ორგანიზატორები არიან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.
ტურზე დამსწრეები მოინახულებენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ადგილობრივ ბიზნესებს, შეხვდებიან წარმატებულ მეწარმეებს და მოისმენენ მათ ისტორიებს, დააგემოვნებენ უნიკალურ ადგილობრივ პროდუქტებს და დაათვალიერებენ ოზურგეთის კულტურულ და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 26 მაისი. განაცხადის შესატანად, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინფორმა.
დარეგისტრირების შემდეგ შერჩეული მონაწილეები უახლოეს დღეებში მიიღებენ ტურის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და დღის წესრიგს.
„ოზურგეთის ინოვაციური ბიზნესების ტური“ იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „მწვანე გურია“, ფარგლებში, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]