Skip to main content
კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: შესაძლებლობა სათემო პლატფორმების გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში
მაისი 29, 2025

კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: შესაძლებლობა სათემო პლატფორმების გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ იწყებს ახალ ინიციატივას კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით საქართველოს რეგიონებში.

ამ კონკურსის საშუალებით პროექტი გააძლიერებს სათემო პლატფორმებს – სივრცეებს, სადაც მუნიციპალიტეტებში (თბილისს გარეთ) დასაქმებულ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთმანეთთან შეხვედრა ფიზიკურ ან ვირტუალურ გარემოში, თანამშრომლობა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება. ეს შესაძლებელია იყოს არსებული ან ამ შესაძლებლობის ფარგლებში ახლად შექმნილი პლატფორმა.

ეს პლატფორმები ხელს უწყობს მრავალმხრივ თანამშროლობას განსაკუთრებული აქცენტით მდგრად მიდგომებზე, რომელთა მიზანია  კულტურული ცხოვრების განახლება და გამოცოცხლება ინოვაციების, რესურსების გაზიარებისა და გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერით; ეს პროცესი უზრუნველყოფს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების აღმავლობას და წვლილს შეიტანს რეგიონის ზოგად განვითარებაში.

განაცხადების შეტანა შეუძლიათ კულტურის და შემოქმედებითი სფეროს დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მუნიციპალიტეტებში (თბილისს გარეთ).

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 17 ივნისი.

პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ მიზანია კულტურის და შემოქმედებით ინდუსტრიების გაძლიერება მთელ საქართველოში და ამ გზით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება. პროექტის ძირითადი ამოცანაა შემოქმედებითი რესურსების და სივრცეების განვითარება, შესაძლებლობების შექმნა და შემოქმედებითი მეწარმეობის ხელშეწყობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო მისი თანადამფინანსებელი და განმახორციელებელია გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 17, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,