Skip to main content
Youth4Regions 2025: ევროკავშირის პროგრამა დამწყებ ჟურნალისტებს იწვევს
ივნისი 3, 2025

Youth4Regions 2025: ევროკავშირის პროგრამა დამწყებ ჟურნალისტებს იწვევს


ევროკომისია ახალგაზრდა ჟურნალისტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან Youth4Regions პროგრამაში იწვევს. პროგრამა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 2025 წლის 11-17 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობის მსურველებს ჟურნალისტიკის სფეროში ორ წლამდე გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.

Youth4Regions ჟურნალისტიკის სტუდენტებსა და ახალგაზრდა ჟურნალისტებს აცნობს, თუ რას საქმიანობს ევროკავშირი მათ რეგიონში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ 18-იდან 30 წლამდე ასაკის პირებს, რომლებმაც აკადემიური ხარისხი ბოლო ორი წლის განმავლობაში მიიღეს (ათვლა იწყება  განაცხადების მიღების ბოლო ვადიდან).

პროგრამა მოიცავს ტრენინგს ჟურნალისტიკასა და ევროკავშირის საქმიანობაზე, მენტორობას გამოცდილი ჟურნალისტებისგან, ვიზიტებს მედიაორგანიზაციებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში და, ასევე, სერტიფიცირებულ სამუშაო გამოცდილებას ევროკავშირის რეგიონების კვირეულის გამშუქებელ  ჟურნალისტად. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები Youth4Regions-ის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრები გახდებიან.

საცხოვრებლის, საკვებისა და მგზავრობის ხარჯებს ევროკომისია დაფარავს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 7 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 7, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,