Skip to main content
როგორ ეხმარება ევროკავშირი და ზურმუხტის ქსელი საქართველოს ტბებისა და ველური ბუნების დაცვაში
[featured_image_copyright]
ივნისი 11, 2025

როგორ ეხმარება ევროკავშირი და ზურმუხტის ქსელი საქართველოს ტბებისა და ველური ბუნების დაცვაში


გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, 5 ივნისს აღინიშნება. მისი მიზანია გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ცნობიერების გაზრდა და მსოფლიოსთვის გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ გაერთიანების მოწოდება.

ამ ძალისხმევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ზურმუხტის ქსელს – პანევროპულ ეკოლოგიურ ინიციატივას, რომელიც შეიქმნა ბერნის კონვენციის ფარგლებში ევროპის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. ქსელი იცავს ყველაზე ძვირფას ბუნებრივ ტერიტორიებსა და ჰაბიტატებს, იშვიათ სახეობებს და უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

გადაშენებას გადარჩენილი ფრინველთა სახეობები

სამცხე-ჯავახეთის მთიანი რეგიონი, თავისი ალპური ლანდშაფტით, მტკნარწყლიანი ტბებითა და ვულკანური ზეგანებით, ველური ბუნების სავანეა. აქ მდებარე ბუღდაშენის, ხანჩალის, მადატაფის და ტაბაწყურის ტბები შეტანილია ზურმუხტის ქსელში, როგორც  თავშესაფარი ფრინველთა ისეთი მოწყვლადი სახეობებისთვის, როგორებიცაა გარიელი, ვარდისფერი ვარხვი, წითელთავა ყვინთია და ბექობის არწივი.

ტაბაწყურის ტბა წარმატებული კონსერვაციის გამორჩეული მაგალითია. გარიელები კავკასიაში გადაშენებულად მიიჩნეოდა, თუმცა კონსერვაციულმა ბიოლოგმა, ნიკა პაპოშვილმა, 2014 წელს, ტაბაწყურის ტბაზე წყლის ფრინველების კვლევისას, მათი მცირე პოპულაცია აღმოაჩინა.

მიუხედავად სასიხარულო აღმოჩენისა, გარიელის პოპულაციის გადარჩენა ჯავახეთში საეჭვო იყო. ნამატის მომცემი დაახლოებით 25-30  ფრინველიდან, 2017 წელს, მხოლოდ ექვსმა მდედრმა მოახერხა შთამომავლობის გაგრძელება. სოფლის მაცხოვრებლები რეგულარულად ნადირობდნენ ფრინველებზე და მათი ბუდეებიდან კვერცხებს იღებდნენ. ზოგიერთი ფრინველი აკრძალულ სათევზაო ბადეებში იხლართებოდა და იღუპებოდა.

ნიკამ მიზნად დაისახა კავკასიაში შემორჩენილი უკანასკნელი გარიელები გადაერჩინა და სამი ზაფხული სოფელ ტაბაწყურში გაატარა. წლების დაუღალავი შრომით, ადგილობრივ თემთან აქტიური ჩართულობით და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დახმარებით, ნიკამ სოფლის მოსახლეობის ნდობა მოიპოვა. დროთა განმავლობაში, ნიკამ დაარწმუნა სოფლის მაცხოვრებლები, რომ ცოცხალ ფრინველებს მათთვის მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე მონადირებულს. სოფელში ფრინველებზე დამკვირვებლებმა დაიწყეს სტუმრობა და ეკოტურიზმის სახით, თემს ახალი საარსებო წყარო გაუჩნდა.

2020 წლის შემდეგ, ბუნებიდან კვერცხების უკანონო ამოღება და ნადირობა სრულად შეწყდა და 2024 წლისთვის, ფრინველების პოპულაცია შვიდჯერ გაიზარდა. ამ წელს, ტაბაწყურის ტბის ბინადარმა 45 წყვილმა გარიელმა მოახერხა გამრავლება.

ეკოსისტემის შენარჩუნებისა და საზოგადოების ჩართულობისადმი ერთგულება

ჯავახეთის ტბების ზურმუხტის ქსელში გაერთიანება, ამ ეკოსისტემების დასაცავად მიმართული ქვეყნის ძალისხმევის ნათელი მაგალითია. ჯავახეთის ტბებისა და საქართველოს სხვა დაცული ტერიტორიების მომავალი დამოკიდებულია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და გენეტიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებაზე, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ისე მოიხმარონ ბუნებრივი საგანძური, რომ მას საფრთხე არ შეუქმნან და მომავალ თაობებსაც გადასცენ.

პროგრამა EU4Environment ეხმარება აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებს დაცული ტერიტორიების გაფართოვებაში, ეკოსისტემების უკეთ მართვასა და ადგილობრივი თემების ჩართულობის უზრუნველყოფაში.

საქართველოში პროგრამა ხელს უწყობს ბერნის კონვენციის განხორციელებას, ზურმუხტის ქსელის გაძლიერებით. ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქსელის მოთხოვნებისა და კონსერვაციის მიზნების ქვეყნის ტყის მართვის პრაქტიკაში ინტეგრირება, მათი ევროკავშირის Natura 2000 ქსელისა და გარემოსდაცვით დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ამით, პროგრამა ასევე ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული კონსერვაციის პრიორიტეტების წინსვლას, როგორც ეს განსაზღვრულია ბიომრავალფეროვნების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. მიზნების ეფექტურად განსახორციელებლად, ის ხელს უწყობს ტყის მდგრადი რესურსების მართვის სფეროში ევროპული ექსპერტიზისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, პოლიტიკის შემქმნელებსა და ტყის მართვის პრაქტიკოსებს შორის ყველა დონეზე.

ტაბაწყურის ტბის მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ ემსახურება ბუნების დაცვა ყველას – უიშვიათესი ველური ბუნების წარმომადგენლებიდან ყველაზე შორეულ თემებამდე. ბუნებაზე ზრუნვა არ ეხება მხოლოდ გარემოს; ეს ეხება ჩვენს მომავალს და მომავალი თაობების კეთილდღეობას.

სტატიის ორიგინალი ვერსია გამოქვეყნებულია პროგრამის EU4Environment ვებსაიტზე



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,