ᲐᲣᲜᲐᲖᲦᲐᲣᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲖᲠᲣᲜᲕᲘᲡ ᲨᲠᲝᲛᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ
მოკლე მიმოხილვა აღწერს საქართველოში ქალების მიერ აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო შრომის არათანაბარ დატვირთვას, რაც ზრდის გენდერულ უთანასწორობას და აფერხებს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. დოკუმენტი ხაზს უსვამს იმას, რომ აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, თუმცა იგი ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელია. ანგარიშში წარმოდგენილია ქალებისა და კაცების დროის გამოყენების სტატისტიკა, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის გავლენა გენდერულ სხვაობებზე. დოკუმენტი მოითხოვს ზრუნვის პასუხისმგებლობების გადანაწილებას და ზრუნვის შრომის აღიარებისა და მხარდაჭერის ხელშეწყობას. ანგარიში მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების ფარგლებში.
ჩამოტვირთვა
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]