Skip to main content
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მხარს უჭერს სასუქების წარმოების მოდერნიზაციას საქართველოში
[featured_image_copyright]
ივლისი 25, 2025

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მხარს უჭერს სასუქების წარმოების მოდერნიზაციას საქართველოში


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერს საქართველოს კერძო საწარმოო სექტორს „რუსთავის აზოტისთვის“ 65 მილიონი აშშ დოლარის სესხის გაცემით.  ეს ინვესტიცია  დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის ახალი, ულტრათანამედროვე ქარხნის მშენებლობას დააფინანსებს.  გარდა ამისა, ის მხარს დაუჭერს კომპანიის არსებულ ქარხანაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას გარემოზე მისი ზემოქმედების შემცირების მიზნით.

„რუსთავის აზოტი“ 2023 წლიდან შედის კომპანიის Indorama Corporation შემადგენლობაში, რომელიც არის გლობალური ლიდერი სასუქების წარმოებაში. ქარხანა, რომლის წლიური საწარმოო სიმძლავრეა 550,000 ტონა ამონიუმის ნიტრატი, კლიენტებს მთელ რეგიონში ემსახურება.  რუსთავის აზოტის“ არსებული ქარხანა არის კომპანიის Indorama Corporation პირველი ევროპული საწარმოო ობიექტი, სადაც ქართული კომპანია წარმოადგენს სტრატეგიულ პლატფორმას რეგიონული ზრდისთვის.


„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიცია ხორციელდება იმ დროს, როდესაც რეგიონული სასურსათო სისტემების მდგრადობა და სურსათის გლობალური უსაფრთხოება უპირველესი პრიორიტეტია“, ნათქვამია ბანკის პრესრელიზში. „საქართველოში სასუქების წარმოების მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო საშუალებების უფრო სტაბილური, ადგილობრივად ხელმისაწვდომი მიწოდების უზრუნველყოფას“.

გარემოსდაცვითი სარგებლის გარდა, პროექტი ასევე მოიტანს სარგებელს ინკლუზიური განვითარების სფეროში. კომპანია შექმნის შიდა აკადემიას, რათა ჩაატაროს ტრენინგები ბაზრისთვის შესაბამის ტექნიკურ უნარებში, ფოკუსირებით იმ ფუნქციებზე, რომლებიც მწვანე გარდაქმნას უჭერს მხარს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,