Skip to main content
ენერგეტიკულმა თანამეგობრობამ კონკურსის, Just Transition Young Voices Awards, 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა
[featured_image_copyright]
აგვისტო 22, 2025

ენერგეტიკულმა თანამეგობრობამ კონკურსის, Just Transition Young Voices Awards, 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა


კონკურსის, Just Transition Young Voices Awards („სამართლიანი ტრანზიციის ახალგაზრდული ხმების ჯილდო“), გამარჯვებულებს შორის ქართველი მონაწილეც შეირჩა. პრიზიორები ენერგეტიკულმა თანამეგობრობამ 20 აგვისტოს გამოავლინა.

კონკურსის შექმნის მიზანი იყო, მხარი დაეჭირა 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თავიანთი ნოვატორული ხედვებით მომდევნო ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავენ რეგიონის კლიმატის, ენერგეტიკისა და სოციალური განვითარების მომავალს. კონკურსის ორგანიზატორია ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო, Bankwatch-თან, CAN Europe-თან, CLEW Network-თან და ახალგაზრდული თანამშრომლობის რეგიონულ ოფისთან თანამშრომლობით, ხოლო მედია-პარტნიორია Balkan Green Energy News.

წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 18-30 წლის ახალგაზრდებმა ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, კოსოვოდან, მონტენეგროდან, ჩრდილოეთი მაკედონიიდან, სერბეთიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და უკრაინიდან. გამარჯვებული ისტორიები მწვანე ტრანზიციის უპირატესობებსა და  მასთან დაკავშირებულ იმ რთულ გამოწვევებს გამოკვეთს, როგორიცაა სუფთა ენერგიაზე უთანასწორო წვდომა და ომის, მიგრაციისა თუ სიღარიბის გავლენები.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ენერგოტრანზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება წარმატებულად, თუ ის ინკლუზიური და რეგიონულად დაკავშირებული იქნება“, — აღნიშნა ჟიურის წევრმა, ენერგეტიკული თანამეგობრობის „მწვანე შეთანხმების“ განყოფილების წარმომადგენელმა, მარტა შულტე-ფიშედიკმა, — „ახალგაზრდების ხმას ამ ძალისხმევაში არსებითი როლი აქვს, ეს ჯილდო კი მათ ნიჭსა და თავდადებას წარმოაჩენს“. 

კონკურსში პირველი ადგილი კოსოვოელმა ტრინგე შკოდრამ  მიიღო, მეორე ადგილზე ქართველი ანი გოგოხია გავიდა, ხოლო მესამე ადგილი უკრაინელმა კატერინა პერელომამ დაიკავა. 

მეორეადგილოსან 18 წლის ანი გოგოხიას ჯილდო გადაეცა იმ პირადი გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც ანახებს, თუ როგორ არის დაკავშირებული დაბალი ხელფასებით, მიგრაციით, დაბინძურებითა და ჯანდაცვის კრიზისით გამოწვეული ყოველდღიური სირთულეები იმ რისკებთან, რომელიც საქართველოში არათანაბარი ენერგოტრანზიციით არის განპირობებული. გოგოხიას სრულად დაუფინანსდება Bankwatch-ის ორგანიზებული საგანმანათლებლო ვიზიტი დასავლეთ ბალკანეთში ენერგოტრანზიციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,