Skip to main content

ჩვენ შესახებ


კარგი კომუნიკაცია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტია, რაც ეხმარება ადამიანებს, უკეთესად გაიაზრონ ევროკავშირის არსი და მისი თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან.

EUNEIGHBOURS east-ის ვებსაიტი ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი საკომუნიკაციო პროგრამაა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ერთ ადგილას მოუყაროს თავი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების შესახებ ინფორმაციას. ის შემუშავებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის განკუთვნილი რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის, EU NEIGHBOURS east-ის მიერ.

2020-2026 წლებში მოქმედი პროგრამის მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოში კომუნიკაციის გაძლიერება, საზოგადოებისთვის ევროკავშირის და მისი პოლიტიკის უკეთ გაცნობა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. პროგრამა ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის წარმომადგენლობების საკომუნიკაციო საქმიანობას და მუშაობს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით.

ვებსაიტის EUNEIGHBOURS EAST მართვის გარდა, პროგრამის საქმიანობა მოიცავს თემატურ საკომუნიკაციო კამპანიებს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, სახალხო დიპლომატიის და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ამ საქმიანობის ფარგლებში პროგრამა თანამშრომლობს ახალგაზრდა აქტივისტებთან, მედია-პარტნიორებთან, ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სამეცნიერო წრეებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან. პროგრამა ასევე მართავს ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელს.

პროგრამა შეიქმნა პროექტების „ღია სამეზობლო“ (2015-2020) და „ევროკავშირის სამეზობლოს ინფოცენტრი“ (2009-2015) მიღწევების საფუძველზე.

რეგიონულ საკომუნიკაციო პროგრამას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის (2020-2026) ახორციელებს კონსორციუმი კომპანიის GOPA PACE ხელმძღვანელობით.

კონტაქტები

ზოგად საკითხებთან დაკავშირებით:

info@euneighbourseast.eu

ინფორმაცია ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) შესახებ:

ზოგადი ინფორმაცია: yeas@euneighbourseast.eu

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოში: yeas.georgia@euneighbourseast.eu


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,