Skip to main content

ავტორი: Ksenia Eggert

გამოცხადდა ევროკავშირის დიპლომატიური პროგრამის ახალი კონკურსი გაფართოების რეგიონისთვის

ევროპის კოლეჯმა გამოაცხადა  ევროკავშირის დიპლომატიური პროგრამის რიგით მესამე კონკურსი გაფართოების რეგიონისთვის; პროგრამა სავარაუდოდ, 2026 წლის 1 თებერვლიდან 2 ივლისამდე გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობის ხარჯებს ევროპის კოლეჯი ფარავს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის (DG ENEST) დაფინანსებით.  პროგრამის მთავარი მიზანია რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა გაფართოების რეგიონის დიპლომატებს და/ან საჯარო მოხელეებს და მათ კოლეგებს შორის ევროკავშირიდან, რაც განხორციელდება სოლიდარობის სულისკვეთების („esprit de corps“)...

Continue reading

რა არის ევროკავშირში შესვლა-გასვლის ახალი სასაზღვრო სისტემა და როგორ იმუშავებს?

რა არის EES? სად მოქმედებს და ვის ეხება EES? როგორ მუშაობს EES? რა მოუვა შეგროვებულ მონაცემებს? გაზრდის თუ არა EES საზღვრებთან ლოდინის დროს? რა უპირატესობები აქვს ახალ სისტემას? მჭირდება თუ არა ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციაც?

Continue reading

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ევროკავშირის ინვესტიციების მიმოხილვა

რა არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი? რა როლს ასრულებს TEN-T ევროკავშირის მიზანში, გააძლიეროს დაკავშირებულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში? როგორ გეგმავს ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი და უსაფრთხო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას? რა მხარდაჭერაა ხელმისაწვდომი EPIC-ის პროგრამის ფარგლებში? როგორ შეუძლიათ მთავრობებს მხარდაჭერის მოპოვება? როგორ შემუშავდება EPIC-ის მხარდაჭერა? რა პროექტები ხორციელდება ამჟამად?

Continue reading

არჩევნები საქართველოში: ევროკავშირი უარყოფს და გმობს პროტესტში მის როლთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას

5 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება „სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ“ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, რომელიც „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში“ ჩატარდა.  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი არჩევნები ხმათა 80%-ით მოიგო. პოლიციამ კი აქციის იმ მონაწილეთა საწინააღმდეგოდ, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას...

Continue reading

ევროპის დღე ქუთაისში: მიიღეთ მონაწილეობა 24-25 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებებში

24 და 25 ოქტომბერს ქუთაისის მოსახლეობასა და სტუმრებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე იწვევს. ამ ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქუთაისს ცოდნის, ტრადიციებისა და ნამდვილი ევროპული ღირებულებების მქონე ქალაქად წარმოაჩენს. ქალაქი ევროპის დღეს მუსიკით, ხელოვნებით, საგანმანათლებლო და მრავალფეროვანი აქტივობებითა და გამოფენებით იზეიმებს. 24 ოქტომბერს გაიმართება: „გაერო საქართველოში“ პროგრამის ორგანიზებით მოწყობილი „საუბრები: ქალები ცვლილებებისთვის“; ანა აბაკელიას რეჟისორობითა და EU4Culture პროექტის მხარდაჭერით გადაღებული...

Continue reading

EUSEW საქართველოში: ლიტერატურული კონკურსის, „ლილეს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

23 სექტემბერს ლიტერატურული კონკურსის, „ლილე 2025“, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოება „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული (EUSEW) 2025“-ის ფარგლებში „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ მოეწყო.  კონკურსი ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკისა“ და ენერგოეფექტიანობის ცენტრის თანამშრომლობით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით – ფაზა III“-ის ფარგლებში ჩატარდა.  ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ანდრეა ბაჯიოლიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი...

Continue reading

დარჩენილია რამდენიმე დღე განაცხადების შესატანად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამოქალაქო საზოგადოების მმართველ კომიტეტში მონაწილეობისთვის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მდებარეობენ ან აქტიურად მუშაობენ ერთ ან მეტ ქვეყანაში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს (მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში), მონაწილეობის მისაღებად მის სამოქალაქო საზოგადოების საორგანიზაციო კომიტეტში. საორგანიზაციო კომიტეტი წარმოადგენს დამატებით სათათბირო და საკონსულტაციო პლატფორმას, რომელიც შეიქმნა დიალოგისა და პარტნიორული ურთიერთობების გასაღრმავებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და...

Continue reading

თბილისში გამართული გამოფენა ქალთა მიერ მართული ბიზნესების წარმატებას აჩვენებს

13-14 სექტემბერს „ექსპო ჯორჯიამ“ მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.  გამოფენაში მონაწილეობა 200-მდე ქართველმა ქალმა მეწარმემ მიიღო. სტუმრებს  საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და შეეძინათ მათ მიერ შექმნილი ნაწარმი: საკვები, ღვინო, ხელნაკეთი ნივთები, ეკომეგობრული პროდუქტები და თავის მოვლის საშუალებები.  მონაწილეთა შორის იყვნენ...

Continue reading

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ანგარიში საქართველოს ექსპორტისმზარდ პოტენციალზე მიუთითებს

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი კვლევის ანგარიში, რომელშიც განხილულია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის პერსპექტივები ევროპულ ბაზრებზე. ანგარიშში სახელწოდებით „ქართული ბიზნესის პერსპექტივები ევროკავშირის ბაზარზე. 2025“ გამოკვლეულია ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის პოტენციალი მათი წვდომის გასაუმჯობესებლად ევროპულ ბაზრებზე. ანგარიშში განხილულია ოთხი სექტორი:  სასმელების წარმოება, შეფუთვა, ტანსაცმლის წარმოება და საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სერვისები.   ანგარიშში გაკეთებული დასკვნები მიუთითებს, რომ...

Continue reading

საქართველოს მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გრანტების გასაცემად განაცხადების მიღებას იწყებს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებული საგრანტო კონკურსი პროექტის, „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, ფარგლებში ტარდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესებს, რომლებიც თავიანთი პროდუქტის ევროპის ბაზრებზე ექსპორტირების დაწყებას ან გაფართოებას გეგმავენ.  განაცხადები მიიღება UNDP-ის სპეციალურ პორტალზე. საგრანტო კონკურსზე დამატებითი ინფორმაციის მიღება მეილის საშუალებითაა შესაძლებელი.  განაცხადების მიღების...

Continue reading

„უწყვეტი ტრადიციით ევროპისკენ“: ვიდეოების სერია საქართველოსა და ევროპას შორის საუკუნოვან კავშირს იკვლევს

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ვიდეოების სერია წამოიწყო, რომლის მიზანიც საქართველოსა და ევროპას შორის ისტორიული კავშირების წარმოჩენაა. ვიდეოების სერია – „უწყვეტი ტრადიციით ევროპისკენ“ – მაყურებელს ახსენებს, რომ, მართალია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა სამ ათწლეულზე მეტია, რაც ვითარდება, მაგრამ, ამასთან, ქართველი ხალხი ევროპულ იდეალებს საუკუნეების განმავლობაში მიესწრაფოდა.  ვიდეოების სერიაში ისტორიკოსი ბექა კობახიძე საუბრობს იმ ეპიზოდებზე, რომლებიც საქართველოსა და ევროპის მიერ #ertad გავლილი საუკუნოვანი გზის ნაწილია. ვიდეოებში საქართველოს ისტორიის ის...

Continue reading

ევრობარომეტრის კვლევა ევროკავშირის გაფართოებაზე: საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს

2 სექტემბერს გამოქვეყნებული ევრობარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეთა 56% მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებში: 15-39 ასაკობრივი ჯგუფის გამოკითხულთა დაახლოებით ორი მესამედი მიიჩნევს, რომ (პოტენციური) კანდიდატები ევროკავშირში საჭირო პირობების დაკმაყოფილებისთანავე უნდა  გაწევრიანდნენ. წევრ სახელმწიფოთა შორის გაფართოებას ყველაზე მეტად მხარს უჭერენ შვედეთში (79%), დანიაში (75%) და ლიეტუვაში (74%). ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი აღირიცხა ჩეხეთში, საფრანგეთში (ორივეგან 43%) და ავსტრიაში (45%). ევროკავშირის მოქალაქეები...

Continue reading

საქართველო: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კონკურსი მედიისწარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კავკასიის გარემოსდაცვითიარასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ევროკავშირის მიერმხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაინკლუზიური და მწვანე აღდგენისათვის’“ ფარგლებში აცხადებს მედიაკონკურსს ცენტრალური, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონულიმედია-სააგენტოებისთვის. მედია კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს ევროკავშირისმხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივები, რომლებიც ემსახურებასოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, ასევე მოწყვლადიჯგუფების (ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) დასპეციალური...

Continue reading

EU4Business: საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებმა 261.4 მილიონი ევროს დამატებითი შემოსავალი მიიღეს და 51,976 სამუშაო ადგილი შექმნეს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა EU4Business ინიციატივამ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის განკუთვნილი ანგარიში, Citizens’ Summary 2025 გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია გასული წლის მთავარი მიღწევები — როგორც რეგიონის მასშტაბით, ასევე თითოეული ქვეყნის მიხედვით. 2024 წელს EU4Business ინიციატივის მეშვეობით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 80,146-მა მცირე და საშუალო საწარმომ 950.6 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღო და 120,763 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ამის შედეგად, მათ ბრუნვა 10.6%-ით გააუმჯობესეს, ხოლო ექსპორტი — 9.8%-ით გაზარდეს.  საქართველოში 2024 წელს EU4Business...

Continue reading

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სპიკერის, ანიტა ჰიპერის 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. „ეს არის ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება – პოლიტიკური დევნის აქტი – ფინანსებზე წვდომის წინასწარგანზრახული აღკვეთის საშუალებით მოსპობა, რაც მიზნად განსხვავებული აზრის ჩახშობასა და...

Continue reading

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,