ონლაინკურსები
პროექტი, EU4IndependentMedia, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებელი მედიასექტორის მედეგობასა და ფინანსურ მდგრადობას. ამისათვის ის ეხმარება მედიას, გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი, ინოვაციური თუ მაღალი სარედაქციო სტანდარტების დამცველი და მხარს უჭერს ფაქტებზე დაფუძნებულ, გენდერულად ინკლუზიურ და სანდო, საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულ ჟურნალისტიკას. ეს ონლაინრესურსები ეხმარება მედიაორგანიზაციებს, დახვეწონ მენეჯმენტი თუ სარედაქციო საქმიანობა და მხარი დაუჭირონ ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ პოლიტიკურად და ეკონომიკურად რთულ გარემოში — განსაკუთრებით კი იმ რეპორტიორებს, რომლებიც უკრაინაში ომს აშუქებენ.