ელექტრონული კურსი: ტრავმის მართვა
ოლეჰ ნოვაკი
არის უკრაინელი თერაპევტი, სუპერვაიზორი, ტრენერი და EMDR მეთოდის სერტიფიცირებული სპეციალისტი ფსიქოლოგიაში. 25 წლიანი გამოცდილებით ფსიქოლოგიური ტრავმის, მათ შორის პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და წარსული ტრავმული მოვლენების შედეგად წარმოქმნილი სხვა მდგომარეობების ჩათვლით, მას დახმარება აღმოუჩენია როგორც სამხედრო პერსონალისთვის, ისე სამოქალაქო პირებისათვის. მათ შორის არიან ჟურნალისტები, რომლებსაც ის ეხმარებოდა შეიარაღებულ კონფლიქტებთან და არეულობებთან დაკავშირებული ტრავმების მართვაში. ის ასწავლის ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და პირადი ფსიქო-ემოციური ჯანმრთელობის შენარჩუნების ტექნიკას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომის.
შესავალი:
ბრძოლის, სერიოზული უბედური შემთხვევების, სექსუალური ძალადობისა და თავდასხმის საკუთარ თავზე განცდამ ან თვითმხილველობამ შეიძლება გამოიწვიოს მყისიერი პოსტტრავმული რეაქციები. ინდივიდის რეაქციის ბუნება და ხარისხი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის წინა ტრავმის გამოცდილებაზე, გენეტიკურ მიდრეკილებაზე, წვრთნაზე, პერსონალური საფრთხის დონეზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაშინაც კი, თუ ადამიანს არ განუვითარდება მწვავე ან ქრონიკული ფსიქიკური სტრესი, ზეგავლენა მაინც შეიცავს რისკებს, განსაკუთრებით, თუ ეს ხდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ჟურნალისტები უფრო ახლოს არიან ტრავმული მოვლენების ეპიცენტრთან და შესაბამისად, აქვთ მენტალური ზემოქმედების მაღალი რისკი. კონფლიქტის ზონებში მწვავე ფსიქოლოგიური ტრავმის დაუყოვნებელი მართვა ხელს უწყობს განგრძობადი დისტრესის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ან სხვა ფსიქიკური დაავადებების განვითარების რისკების შემცირებას. თერაპევტ ოლეჰ ნოვაკის მიერ შემუშავებული კურსი, მიზნად ისახავს ამ რისკების შემცირებას ტრავმის სიმპტომების ამოცნობის, ფსიქოემოციური ჰიგიენის ტექნიკის და ურთიერთფსიქოლოგიური მხარდაჭერის სწავლებით.