Skip to main content
2023 წელს ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად 130.7 მილიონი ევრო გამოყო
[featured_image_copyright]
აგვისტო 1, 2024

2023 წელს ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად 130.7 მილიონი ევრო გამოყო


გასულ წელს ევროკავშირმა აზერბაიჯანში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედი 67,000-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოს მხარდასაჭერად 130.7 მილიონი ევრო გამოყო. აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერილი საწარმოების 42.5% ქალების მფლობელობაშია. 

ამის შედეგად ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა საწარმოებმა რეგიონში 80,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს და 1 მილიარდი ევროს საექსპორტო ღირებულება გამოიმუშავეს. ამის შესახებ ვკითხულობთ 29 ივლისს გამოქვეყნებულ  ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც EU4Business ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის შემაჯამებელ დოკუმენტად ადგენს.

ანგარიშში სიღრმისეულად არის გაანალიზებული 2023 წელს ევროკავშირის მიერ მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სამი ძირითადი მიმართულება: ფინანსებზე წვდომა, ბიზნესის განვითარების სერვისები და ბიზნესის ხელშემწყობი გარემო. 

ფინანსებზე წვდომა

გასულ წელს დაახლოებით 32,000-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო ფინანსური მხარდაჭერა იმ სესხების მეშვეობით, რომელთა საერთო მოცულობამ 1.4 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა. ცალკეული სესხის საშუალო მოცულობა 40,000 ევრო იყო. 

ბიზნესის განვითარების სერვისები

2023 წელს რეგიონში  მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად 31.4 მილიონი ევრო გამოიყო, რაც მთლიანი გაცემული დაფინანსების 24%-ზე მეტს შეადგენს. 34,000-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაეწია მხარდაჭერა საკონსულტაციო სერვისების, ინკუბატორების, კლასტერებისა თუ B2B აქტივობების საშუალებით. ასევე დახმარება მიიღო ბიზნესის მხარდამჭერმა 1,033-მა ორგანიზაციამ. 

ბიზნესის ხელშემწყობი გარემო

ევროკავშირმა ბიზნესის ხელშემწყობ გარემოს 28.3 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტით დაუჭირა მხარი. ეს დაფინანსება 6,000-მდე სამთავრობო დაწესებულებას – დირექტიულ ორგანოებს, მარეგულირებლებსა და აღმასრულებელ სააგენტოებს – საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებასა და 745-ზე მეტი კანონის, რეგულაციისა და პროცედურის რეფორმაში დაეხმარა.   

EU4Business  ქოლგა-ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – აზერბაიჯანში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოებს უჭერს მხარს. ამისათვის ინიციატივა საწარმოებს უადვილებს ფინანსებსა და ბიზნესის განვითარების სერვისებზე წვდომას და ხელს უწყობს ბიზნესის მარეგულირებელი პროცედურების გაუმჯობესებას.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,