არ გაუშვათ შანსი ხელიდან! ევროკავშირის შესაძლებლობები საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
არ აქვს მნიშვნელობა, სტუდენტი ხართ თუ ახალგაზრდა პროფესიონალი, საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევით თუ ჯერაც სკოლაში სწავლობთ — ევროკავშირი საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს მრავალფეროვან უფასო შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს მოიცავს როგორც სასწავლო სტიპენდიებს, ისე ტრენინგებს, საზღვარგარეთ სწავლას თუ მოხალისეობრივ საქმიანობას, სტაჟირებას, სპეციალურ შეთავაზებებსა და გრანტებს.
თუ გსურთ ცოდნის გაღრმავება, თქვენი საზოგადოების დახმარება, უნარების განვითარება ან ბიზნესის დაწყება — ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირს თქვენთვის შესაძლებლობა მოეძებნება. მაგრამ მათი პოვნა რთული შეიძლება იყოს. ასე რომ, ამ პროცესის გასამარტივებლად, ჩვენ შევქმენით გზამკვლევი, რომელშიც საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ შესაძლებლობებს მოვუყარეთ თავი.
გზამკვლევი უშუალოდ საქართველოზე კონცენტრირდება. მასში თქვენ ნახავთ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ შესაძლებლობებს და საქართველოში მომუშავე იმ პირების კონტაქტებს, რომლებიც განაცხადების შეტანაში დაგეხმარებიან.
გზამკვლევი სექციებადაა დაყოფილი და მასში თავმოყრილია შესაძლებლობები
- სტუდენტებისთვის;
- სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ახალგაზრდა ლიდერების და მოხალისეებისთვის;
- სკოლის მოსწავლეებისთვის;
- სტაჟირების და ტრენინგის მსურველთათვის;
- ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.
და თუ მოტივაციას ეძებთ, გზამკვლევის ბოლო სექცია გაგაცნობთ თქვენი მსგავსი იმ ახალგაზრდების გამოცდილებას, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ევროკავშირის შესაძლებლობებით.
ასე რომ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან: ახლავე დაიწყეთ ძებნა და მოემზადეთ განაცხადების შესატანად!
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]