CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სოციალური მისიის მქონე კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და სოციალურ მომსახურებათა მიმწოდებლებისათვის საგრანტო კონკური გამოაცხადა
კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“, ფარგლებში ტარდება.
საგრანტო კონკურსის მიზანი მუნიციპალურ დონეზე არსებული საჭიროებების შესაბამისი, გენდერულად მგრძნობიარე ინიციატივების მხარდაჭერაა. ინიციატივები უნდა ემსახურებოდეს ხარისხიანი სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, უფლებათა მფლობელების გაძლიერებას, მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებასა და ციფრული გადაწყვეტების გამოყენებას უფლებების დასაცავად.
მოთხოვნილი გრანტის ოდენობა მინიმუმ 5,000 და მაქსიმუმ 13,000 ევრო უნდა იყოს.
პროექტის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. შეხვედრათა განრიგი ხელმისაწვდომია აქ.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]