Skip to main content
COP28: ევროკავშირი და EBRD პარტნიორ ქვეყნებში მწვანე ინვესტიციების გაზრდის ვალდებულებას იღებენ
[featured_image_copyright]
დეკემბერი 5, 2023

COP28: ევროკავშირი და EBRD პარტნიორ ქვეყნებში მწვანე ინვესტიციების გაზრდის ვალდებულებას იღებენ


ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) აიღეს ვალდებულება, დააჩქარონ მწვანე ინვესტიციები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, თურქეთსა და დასავლეთ ბალკანეთში.

შესაბამის ხელშეკრულებებს მათ 2 დეკემბერს დუბაიში გამართულ COP28-ის შეხვედრაზე მოაწერეს ხელი. ორ საგარანტიო სქემას „მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი პლუსი“ (EFSD +) დააფინანსებს.

60 მილიონი ევროს ოდენობის „მუნიციპალური, ინფრასტრუქტურის და ინდუსტრიული მდგრადობის“ გარანტია EBRD-ს დაეხმარება, გასცეს კრედიტები ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებსა და თურქეთში მოქმედ კორპორაციებზე და კომუნალური სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებზე. კრედიტები მოხმარდება ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში და ენერგოეფექტიანობის სფეროში.

168 მილიონი ევროს ოდენობის HI-BAR გარანტია EBRD-ს საშუალებას მისცემს, დააჩქაროს ინვესტიციები კლიმატის ცვლილების შესარბილებელ ზომებში და ინოვაციურ მწვანე ტექნოლოგიებში.

აღნიშნული საგარანტიო სქემების განხორციელება ხელს შეუწყობს სუფთა ტექნოლოგიების განვითარებას, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კლიმატის ნეიტრალურობისა და პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად. 

„სამეზობლოს და გაფართოების“ ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტები „მწვანე შეთანხმებისა“ და „გლობალური კარიბჭის“ ინიციატივების მხარდაჭერაა. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სამუშაო ადგილების შექმნასა და მდგრადი და ინკლუზიური მზრდის ხელშეწყობას. ეს პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამხრეთ სამეზობლოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან შეთანხმებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების საშუალებით ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,