Skip to main content
COP29 ბაქოში: ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ამბიციური ფინანსური და საინვესტიციო მიზნების დასახვით აგრძელებს 
[featured_image_copyright]
ნოემბერი 12, 2024

COP29 ბაქოში: ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ამბიციური ფინანსური და საინვესტიციო მიზნების დასახვით აგრძელებს 


ბაქოში 11 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, COP29, დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ გლობალურ ღონისძიებაზე ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს პარიზის შეთანხმებით დასახული მიზნის აღსასრულებლად, რაც გლობალური საშუალო ტემპერატურის 1.5°C-ზე რაც შეიძლება ნაკლებად აწევას გულისხმობს. 

„კლიმატის ცვლილება კვლავ რჩება იმ გამოწვევად, რომელსაც საზღვრები არ აქვს და მზარდად ვნებს ადამიანებსა და მათ სარჩოს მთელ ევროპასა და მსოფლიოშიც“, ვკითხულობთ ევროკომისიის პრესრელიზში. 

COP29-ის მოლაპარაკებებზე ევროკავშირისგან წარდგენილ გუნდს კლიმატური გადაწყვეტების კომისარი, ვოპკე ჰუკსტრა წარუძღვება. მის გვერდით ასევე იქნებიან ენერგოკომისარი კადრი სიმსონი და ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხების კომისარი, ილიანა ივანოვა.


რა არის COP? რატომ არის კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის ასეთი მწვავე პრობლემა? და როგორ ეხმარება ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ამ მიმართულებით? ამ კითხვებზე პასუხების გასაგებად ეწვიეთ EU NEIGHBOURS EAST პროგრამის საიტზე განთავსებულ ფაქტებსა და სპეციალურ გვერდს, პლანეტაზე ზრუნვა


COP29-ზე პარიზის შეთანხმების მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გლობალური ფინანსური ნაკადები სულ უფრო მეტად ემსახურებოდეს პარიზის შეთანხმების მიზნებს. შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვა კი ფინანსების კუთხით „ახალი კოლექტიური რაოდენობრივი მიზნის“ (NCQG) მიღებით გახდება შესაძლებელი. დღეისთვის საერთაშორისო კლიმატური დაფინანსების ყველაზე დიდი შემავსებელი ევროკავშირია, რომელმაც 2023 წელს ამ მიზნით საჯარო წყაროებიდან 28.6 მილიარდი ევრო გაიღო. მან, დამატებით, კერძო დაფინანსებით გამოყო 7.2 მილიარდი ევრო განვითარებადი ქვეყნებისთვის, რათა მათ სათბურის აირების ემისიის შემცირება და კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტირება შეძლონ.

ამ წლის მოლაპარაკებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია წინა წელს დუბაიში შეთანხმებული გლობალური ენერგომიზნებისადმი ერთგულების დადასტურება. ეს მიზნები მოიაზრებს წიაღისეული საწვავების გამოყენებაზე უარის თქმას, განახლებად ენერგიაში ინვესტირების გასამმაგებას და ენერგოეფექტიანობის ზომების გაორმაგებას 2030 წლისთვის. მოლაპარაკებებზე ევროკავშირისგან წარდგენილი გუნდი იმუშავებს იმაზე, რომ მომავალ წელს ყველა მხარემ წარადგინოს ამბიციური ძალისხმევა „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების“ (NDCs) სახით. დამატებით, ევროკავშირის გუნდი პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული  ნახშირბადის საერთაშორისო ბაზრების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებაზეც იმუშავებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,