E5P ფონდის დონორები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ენერგოეფექტიანობას და გარემოსდაცვით პროექტებს უჭერენ მხარს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტიანობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდის (E5P) სახელით 41.1 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა მიიღო. დაფინანსება მოხმარდება გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების პრობლემათა გადაჭრას პარტნიორობის ქვეყნებში: აზერბაიჯანში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.
ახალი გრანტების მთავარი ბენეფიციარი უკრაინაა, რომელიც გერმანიისგან 20 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო შვედეთისგან — 10 მილიონს. ამასთან, ფინეთი რეგიონს 6.1 მილიონ ევროს გამოუყოფს (საიდანაც უკრაინას 4.5 ევრო ერგება), ხოლო ნორვეგია — 5 მილიონს (საიდანაც უკრაინას 1.9 ევრო ერგება).
E5P ფონდის მხარდაჭერა დღემდე მთლიანობაში 43 პროექტს აქვს მიღებული. დაფინანსება ხმარდება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ცენტრალური გათბობა, მწვანე ავტობუსები, სამრეწველო ნარჩენების მართვა და მთელი რეგიონის მასშტაბით საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის უზრუნველყოფა.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]