Skip to main content
EU4Business: საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებმა 261.4 მილიონი ევროს დამატებითი შემოსავალი მიიღეს და 51,976 სამუშაო ადგილი შექმნეს
[featured_image_copyright]
სექტემბერი 4, 2025

EU4Business: საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებმა 261.4 მილიონი ევროს დამატებითი შემოსავალი მიიღეს და 51,976 სამუშაო ადგილი შექმნეს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა EU4Business ინიციატივამ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის განკუთვნილი ანგარიში, Citizens’ Summary 2025 გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია გასული წლის მთავარი მიღწევები — როგორც რეგიონის მასშტაბით, ასევე თითოეული ქვეყნის მიხედვით.

2024 წელს EU4Business ინიციატივის მეშვეობით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 80,146-მა მცირე და საშუალო საწარმომ 950.6 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღო და 120,763 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ამის შედეგად, მათ ბრუნვა 10.6%-ით გააუმჯობესეს, ხოლო ექსპორტი — 9.8%-ით გაზარდეს. 

საქართველოში 2024 წელს EU4Business ინიციატივისგან მხარდაჭერა 40,801-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო. ამის შედეგად მათ 261.4 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, 51,976 ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს და ბრუნვა და ექსპორტი 12.6%-ით გაზარდეს.

ევროკავშირის EU4Business ინიციატივა მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში — მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესებს, როგორც ევროკავშირის ბენეფიციარებს. პროგრამა მათ ეხმარება, მარტივად ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე, ისარგებლონ უკეთესი ბიზნეს-რეგულაციებითა და სერვისებით და უკეთ გამოიყენონ სავაჭრო შესაძლებლობები.

დამატებითი ინფორმაცია

Citizens’ Summary 2024: აღმოსავლეთ პარტნიორობა

Citizens’ Summary 2024: საქართველო



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,