EU4Culture: მიღწევების დემონსტრაცია დასკვნით ფესტივალზე თბილისში
21 სექტემბერს EU4Culture ქსელური ფესტივალით „City Stories, Diverse Voices – მოქნედება“ დასრულდა საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტი EU4Culture.
ორდღიან საზეიმო ღონისძიებაზე გორის ხელოვნების სახლში შეიკრიბნენ ხელოვნების და კულტურის სფეროს პროფესიონალები და საზოგადოება, რათა ეჩვენებინათ პროექტის შედეგები და წარმოეჩინათ პროექტის როლი საქართველოს კულტურის და შემოქმედებით სექტორებში.
ფესტივალში 25-ზე მეტ ქართველ ხელოვანთან ერთად მონაწილეობდნენ მათი კოლეგები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან. ფესტივალის პროგრამაში შედიოდა გამოფენები, აუდიო-ვიზუალური წარმოდგენები, საცეკვაო შოუები, საჯარო გამოსვლები, ვორქშოფები, მასტერკლასები და კონოჩვენებები; ამ ღონისძიებებმა დამსწრეებს მდიდარი და მრავალფეროვანი სახელოვნებო გამოცდილება შესთავაზეს.
„პროექტი EU4Culture მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის გზაზე, რადგან ის ხელს უწყობს კულტურათაშორის დიალოგს და თანამშრომლობას საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს და ევროკავშირს შორის“, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. „როდესაც მომავალს შევყურებთ, გვჯერა, რომ ჩვენს მიერ საქართველოში შესრულებულ სამუშაოს გრძელვადიანი გავლენა ექნება. დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული ხელოვნება, კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრია მზად არის იმისათვის, რომ სამართლიანად დაიკავოს შესაფერისი ადგილი ევროპულ სცენაზე“.
გასული ოთხი წლის განმავლობაში პროექტის EU4Culture საქმიანობა საქართველოში მოიცავდა კულტურის განვითარების სტრატეგიებს, მობილობის გრანტებს, კულტურის და კროს-ინოვაციურ პროექტებს და პოტენციალის შექმნას კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის.
პროექტის დახმარებით საქართველოში პირველად ქალაქებს ზუგდიდს, ფოთს და ქუთაისს აქვთ კულტურის განვითარების სპეციალური სტრატეგიები. ეს სტრატეგიები სახავს მკაფიო საგზაო რუკას კულტურული განვითარებისთვის და ახდენს ამ ქალაქების, როგორც საქართველოს კულტურული ლანდშაფტის წამყვანი მოთამაშეების პოზიციონირებას.
ხელოვნების და კულტურის სფეროს 70-მდე ქართველმა პროფესიონალმა მიიღო მობილობის გრანტები, რამაც მათ საშუალება მისცა დაკავშირებოდნენ საერთაშორისო ქსელებს, გაეზიარებინათ იდეები, და განეხორციელებინათ შემოქმედებითი პროექტები გლობალურ სცენაზე.
რეგიონებში განხორციელდა ოთხი ინოვაციური კულტურული პროექტი, რომლებმაც ხელი შეუწყო შემოქმედებას და თანამშრომლობას მთელი საქართველოს მასშტაბით.
საქართველოს რეგიონული ქალაქებში 60-მდე სახელმწიფო მოსამსახურემ და კულტურის სფეროს პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა სპეციალიზებულ ტრენინგის პროგრამებში, რომლებიც ყურადღებას ისეთ ძირითად თემატიკაზე ამახვილებს, როგორიცაა მეწარმეობა კულტურის სფეროში, ინტერნაციონალიზაცია და კულტურის ინდიკატორების გამოყენება. ამ ძალისხმევამ გააძლიერა მათი პროფესიული უნარები და ხელი შეუწყო კულტურის ადგილობრივი სტრატეგიების განხორციელებას.
პროექტი EU4Culture 7.85 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტით – ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტი კულტურის და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არა-დედაქალაქ ქალაქებსა და დაბებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პროექტს EU4Culture ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი ორგანიზაცია), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]