EU4Environment საქართველოში ნარჩენების მართვის პოლიტიკის გაძლიერებას უწყობს ხელს
საქართველოს მთავრობამ ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში შესწორება შეიტანა და ახალი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამის საფუძველზე ნარჩენების მართვის პოლიტიკა ქვეყანაში უფრო ამბიციური და მასშტაბური გახდება.
ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიის განახლება და ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება ფორმალურად მიმდინარე თვეში დამტკიცდა. ამ ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, EU4Environment-ის ტექნიკური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების შესწორებული ეროვნული სტრატეგიის ამოცანაა,15 წლის პერიოდისთვის განსაზღვროს ნარჩენების მართვის პოლიტიკა და მიზნები. მისი მეშვეობით, ქვეყანაში მიმდინარე ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება დამკვიდრდება, რაც ევროკავშირის ნარჩენების მართვის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან ეტაპობრივი დაახლოებით მოხდება.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]