Skip to main content
ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი  სამოქალაქო დაცვის გასაძლიერებლად  ახალ მექანიზმს ქმნიან
[featured_image_copyright]
მარტი 4, 2024

ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი  სამოქალაქო დაცვის გასაძლიერებლად  ახალ მექანიზმს ქმნიან


29 თებერვალს ევროკომისიამ აამოქმედა ფინანსური მხარდაჭერის ახალი ინსტრუმენტი, რომლის მიზანიც ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ— მათ შორის საქართველოში — კატასტროფების პრევენციისა და მათთვის მზადყოფნის გაუმჯობესებაა. 

ტექნიკური დახმარების დაფინანსების მექანიზმი კატასტროფების პრევენციისა და მათთვის მზადყოფნისთვის (TAFF) ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის (UCPM) ნაწილს წარმოადგენს. 

ის მხარს უჭერს კატასტროფებისა და კლიმატის ცვლილებისადმი გამძლეობის გამომუშავების ხელშემწყობ პროექტებს, კვლევებსა და ტრენინგებს და ქვეყნებს შორის კატასტროფის რისკების მართვაზე ცოდნის გაზიარებას. 

მსოფლიო ბანკი აქტივობებს ევროკომისიის დაფინანსებით განახორციელებს. TAFF-ის საწყისი ბიუჯეტი 2024 წლისთვის 6 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ ფინანსური ინსტრუმენტის საშუალებით სამოქალაქო დაცვის უწყებები გაზრდიან კატასტროფების საპრევენციო ტექნიკურ შესაძლებლობებს და უკეთ აღიჭურვებიან მომხდარ კატასტროფებთან გასამკლავებლად.

მექანიზმი მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, UCPM-ში მონაწილე ქვეყნები (მათ შორის მოლდოვა და უკრაინა) და საქართველო და კოსოვო — იმის გათვალისწინებით, რომ ისინი  UCPM-ში გაწევრიანების პროცესს გადიან. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,