Skip to main content
ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“: ძალადობა არ არის პასუხი დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე
[featured_image_copyright]
დეკემბერი 11, 2024

ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“: ძალადობა არ არის პასუხი დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე


10 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები დაგმო და ყველა დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. 

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მათ შორის არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების მიერ, და მათგან ბევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. 

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველისგან მიღებული აღმაშფოთებელი შეტყობინებები მიუთითებს სასტიკ და განზრახ ჩადენილ ძალადობაზე, რაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა, – „ამ შეტყობინებების მიუხედავად, ჯერჯერობით არცერთ პოლიციელს ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფის წევრს პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია“.

ევროკავშირი მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს მასობრივი დაშინება, პოლიტიკური დევნა, წამება, რომელზეც ინფორმაცია ვრცელდება, და მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობა. „ძირითადი უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს დეესკალაციისკენ და იმ ვითარების შეცვლისკენ, „რომელიც  საქართველოს მოსახლეობას ძალიან ძვირად უჯდება“.

„ძალადობა არ არის პასუხი საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე  საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს ანიტა ჰიპერი.

ამ მოვლენებამდე, ქვეყანაში დემოკრატიის განუწყვეტელი უკუსვლის გამო, ევროკავშირმა დე ფაქტო შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 16 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირი დამატებით ზომებსაც განიხილავს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,