Skip to main content
ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო უარყოფენ ბრალდებებს, რომლებიც სქართველოში მათ საქმიანობას უკავშირდება
[featured_image_copyright]
სექტემბერი 25, 2025

ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო უარყოფენ ბრალდებებს, რომლებიც სქართველოში მათ საქმიანობას უკავშირდება


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის 25 ქვეყნის წევრმა სახელმწიფომ, ნორვეგიამ და გაერთიანებულმა სამეფომ „მტკიცედ უარყვეს უსაფუძვლო და ზიანის მომტანი ბრალდებები საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ“.  

24 სექტემბერს გამოქვეყნებული ერთობლივ განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ „ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას“.

განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირის შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი.

„დიპლომატებისთვის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან – მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან – შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ის ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება“, ნათქვამია განცხადებაში.  „ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის. სინამდვილეში, ჩვენ ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ძალადობის ნებისმიერი ფორმაზე და დაგმონ იგი“.

დიპლომატებმა მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, თავი შეიკავონ დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკისგან და ძალისხმევა დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართონ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,