[featured_image_copyright]
დეკემბერი 6, 2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეეწყვიტოს გადაჭარბებული ძალის გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ
ევროკავშირის მთავარმა სპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ანიტა ჰიპერმა გუშინ X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირი იღებს „საგანგაშო ცნობებს მომიტინგეების თვითნებური დაკავების, მათზე ძალადობის და მათი არასათანადო მოპყრობის შესახებ“.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
საქართველოში მორიგი საპროტესტო ტალღა გამოიწვია „ქართული ოცნების“ მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების და ევროკავშირიდან საბიუჯეტო მხარდაჭერის გაუქმების თაობაზე.
დამატებითი ინფორმაცია
პოსტი X-ზე
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]
[related_news]
[yea_euprojectshortlist]
თემაზე
[posts_by_post_tax]