ევროკავშირი საქართველოში ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს უჭერს მხარს
22 სექტემბერს ევროკავშირმა (EU) და გაეროს ოთხმა ორგანიზაციამ — ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) — საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ციფრული ჯანდაცვის სფეროში ახალი ინიციატივა წამოიწყეს.
პროექტის, „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“, მხარდაჭერით, სოფლად 200 დაწესებულება ძირითადი აპარატურით აღიჭურვება, ხოლო დამატებით 50 დაწესებულება ტელემედიცინის აპარატურას მიიღებს. პანდემიასთან გამკლავებასთან ერთად, ახალი აპარატურა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას გაუმარტივებს, ხოლო ბავშვებს რუტინული ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფს.
პროექტი ევროკავშირის და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ვრცელი დახმარების პაკეტის ნაწილია. პაკეტის მოცულობა ახალი და გადანაწილებული მხარდაჭერის სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რომელიც საქართველოში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლას ხმარდება.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]