Skip to main content
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გორის „ხელოვნების სახლში“ გახსნა გამოფენა „10 წელი ფოკუსში”
[featured_image_copyright]
მარტი 27, 2025

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გორის „ხელოვნების სახლში“ გახსნა გამოფენა „10 წელი ფოკუსში”


22 მარტს გორის „ხელოვნების სახლში“ გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“, რომელიც მნახველებს დამაჯერებელი ვიზუალური ხერხებით მოუთხრობს საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ისტორიულ მოვლენების შესახებ. გამოფენაზე ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზის მფლობელი ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

გამოფენა აშუქებს ქართველი ხალხის მისწრაფებას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სამართლიანობისადმი. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) 16-წლიან საქმიანობას მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად საქართველოში. დიდი ხანია, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს ჟურნალისტების საქმიანობას ევროკავშირის ჟურნალისტიკის კონკურსის ერთ-ერთ ნომინაციაზე მათი წარდგენის საშუალებით.

„ევროკავშირი ამაყობს, რომ მხარს უჭერს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას და ისეთ კულტურულ სივრცეებს, როგორიცაა გორის „ხელოვნების სახლი”.  კულტურა და შემოქმედება არ არის  მხოლოდ თვითგამოხატვა – ეს არის საზოგადოების ხმის გაგება, კულტურის შენარჩუნება და დიალოგის წარმართვა.  ჩვენ გვინდა, რომ ეს ხმები – ძლიერი და მკაფიო – საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ისმოდეს”, თქვა ზანე რუნგულემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ.

„მოხარულები ვართ, რომ ამ გამოფენას გორის „ხელოვნების სახლში“ ვმასპინძლობთ. ეს არის სივრცე, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით განახლდა და ის აღიარებულია გამოხატვის თავისუფლებისა და შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის მთავარ ცენტრად“, – გორის ფოტოგრაფთა კლუბის თავმჯდომარე ოთარ გვრიტიშვილი. „ბოლო ხუთი თვის განმავლობაში „ხელოვნების სახლი“ მუდმივი თავდასხმის სამიზნე გახდა. ამიტომ კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს აქ შეკრება იმ ფასეულობების ხაზგასასმელად, როგორებიცაა გამძლეობა, ღირსება და თავისუფლება. ეს არის ფასეულობები, რომლებიც გვაერთიანებს და რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც ჩვენს ამბავთან, ასევე გამოფენაზე წარმოდგენილ ისტორიებთან“.

გამოფენა უკვე გახსნილია ფართო საზოგადოებრიობისთვის.

2012 წელს დაარსებული კონკურსი ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში არის ყოველწლიური ჯილდო, რომლის მინიჭება ხდება  განსაკუთრებულ მიღწევებისთვის ქართულ ჟურნალისტიკაში.  კონკურსი, რომლის ორგანიზატორია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, პროფესიონალიზმის, ეთიკური ჟურნალისტიკის და თავისუფალი მედიის განვითარებას უჭერს მხარს.

დამატებით ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,