ევროკავშირის და დიდი შვიდეულის სპეციალურმა ჯგუფმა რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეებს 30 მილიარდი დოლარის ქონება გაუყინა
რუსეთის ელიტის, ნდობით აღჭურვილი პირების და ოლიგარქების (REPO) საკითხებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა 100-დღიანი მუშაობის პერიოდში რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების 30 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის აქტივები გაყინა. გარდა ამისა, სპეციალურმა ჯგუფმა სანქციებს დაქვემდებარებულ პირებს ძვირადღირებული საქონელიც გაუყინა ან ჩამოართვა. ამ გზით აღნიშნული პირებს საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ.
სპეციალური ჯგუფი აპრილის შუა რიცხვებში შეიქმნა, რათა მაქსიმალურად გაეძლიერებინა სანქციების გავლენა იმ პირებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. REPO-ს ფარგლებში ევროკავშირი დიდი შვიდეულის ქვეყნებთან — კანადასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, იაპონიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან — და ავსტრალიასთან თანამშრომლობს.
მჭიდრო ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, სპეციალური ჯგუფის წევრებმა:
- დაბლოკეს ან გაყინეს სანქცირებული რუსი მოქალაქეების ფინანსური ანგარიშების და ეკონომიკური რესურსების სახით არსებული 30 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები;
- მიმოქცევიდან ამოიღეს რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები;
- სანქცირებულ რუს მოქალაქეებს ჩამოართვეს, დაუყადაღეს ან დაუკავეს მათ კუთვნილებაში, სარგებლობაში ან კონტროლის ქვეშ მყოფი იახტები და სხვა ხომალდები;
- სანქცირებულ რუს მოქალაქეებს ჩამოართვეს ან დაუყადაღეს კუთვნილებაში, სარგებლობაში ან კონტროლის ქვეშ მყოფი ძვირადღირებული უძრავი ქონება;
- შეზღუდეს რუსეთის წვდომა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე, რაც რუსეთს უკრაინაში უსამართლო ომის საწარმოებლად საჭირო ტექნოლოგიების შესყიდვას ურთულებს.
სპეციალური ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ სანქცირებული რუსი მოქალაქეების აქტივების მონიტორინგს მომავალ თვეებშიც გააგრძელებენ და არ მისცემენ მათ ერთობლივად დაწესებული შემზღუდველი ზომების დარღვევის საშუალებას.
„ჩვენ კვლავ ვუზრდით რუსეთს მის მიერ წარმოებული ომის ფასს“, — აცხადებენ ისინი.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]