Skip to main content
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ანგარიში საქართველოს ექსპორტისმზარდ პოტენციალზე მიუთითებს
[featured_image_copyright]
სექტემბერი 17, 2025

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ანგარიში საქართველოს ექსპორტისმზარდ პოტენციალზე მიუთითებს


გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი კვლევის ანგარიში, რომელშიც განხილულია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის პერსპექტივები ევროპულ ბაზრებზე.

ანგარიშში სახელწოდებით „ქართული ბიზნესის პერსპექტივები ევროკავშირის ბაზარზე. 2025“ გამოკვლეულია ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის პოტენციალი მათი წვდომის გასაუმჯობესებლად ევროპულ ბაზრებზე. ანგარიშში განხილულია ოთხი სექტორი:  სასმელების წარმოება, შეფუთვა, ტანსაცმლის წარმოება და საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სერვისები.  

ანგარიშში გაკეთებული დასკვნები მიუთითებს, რომ მცირე და საშუალო საწარმოები დომინირებს შეფუთვის და სასმელების წარმოების სექტორებში, და მათ აქვთ თვალსაჩინო ექსპორტის პოტენციალი. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია გაზრდილი  ინტერესი ქართული მოდის ინდუსტრიის მიმართ და საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სერვისების უსწრაფესი განვითარება. ანგარიშში თითოეული სექტორისთვის გაცემულია კონკრეტული რეკომენდაციები ექსპორტის პოტენციალის გაზრდის თაობაზე.

კვლევა განახორციელეს პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტმა (ISET-PI) ევროკავშირის დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით პროექტის „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია

UNDP-საქართველოს პოსტი Facebook-ზე

„ქართული ბიზნესის პერსპექტივები ევროკავშირის ბაზარზე. 2025



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,