ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარკოტიკებთან დაკავშირებული პროექტი საქართველოში ძირითად მიღწევებს წარადგენს
14 ივნისს ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრმა (EMCDDA) და ქართველმა ნარკოლოგებმა თბილისში ორწლიანი პროექტის, EMCDDA4Georgia (EMCDDA საქართველოსთვის), შედეგები წარადგინეს.
2021-2023 წლებში მოქმედი პროექტის ძირითადი მიღწევებია:
- საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში;
- პრევენციის ევროპული კურიკულუმის თარგმნა და მორგება საქართველოს რეალობასთან;
- ძირითადი ინდიკატორების შეგროვებისა და ანგარიშგებისას EMCDDA-ის სტანდარტების გამოყენება;
- ნარკოლოგებისთვის ტრენინგის პროგრამის შემუშავება.
2021 წელს დაწყებული EMCDDA4GE პროექტი EMCDDA-ისა და საქართველოს შორის განხორციელებული პირველი ბილატერალური ინიციატივაა. მისი მიზანი იყო, გაეძლიერებინა ეროვნული რეაგირება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საშიშროებებზე და გაეცნო ქართველი პარტნიორებისთვის ევროკავშირის ნარკოტიკების საინფორმაციო სისტემა. პროექტი უპირველესად ფოკუსირდებოდა ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული უნარების ჩამოყალიბებაზე შემდეგ სფეროებში: ნარკოტიკების მონიტორინგი, ანგარიშგება, პრევენცია და მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]