ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სტიპენდიანტების მეხუთე გამოშვებამ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან თბილისში სწავლა საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომით დაამთავრა
28 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოსწავლეთა მეხუთე ნაკადის გამოშვება აღნიშნა.
საზეიმო ცერემონიას, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რუსთაველის თეატრში ჩატარდა, ახალი სკოლა – საქართველოს საერთაშორისო სკოლა მასპინძლობდა. კურსდამთავრებულებმა ეს დღე საკუთარ ოჯახებთან, მასწავლებლებთან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად აღნიშნეს.
2025 წლის სასტიპენდიო პროგრამა დაამთავრა 20-მა მოსწავლემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან: სომხეთი (ერთი), აზერბაიჯანი (სამი), ბელარუსი (ოთხი), საქართველო (ოთხი), მოლდოვის რესპუბლიკა (ოთხი) და უკრაინა (ოთხი).
ყველა მოსწავლემ, მათ შორის 14-მა გოგონამ და ექვსმა ბიჭმა, სკოლა წარმატებით დაამთავრა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომით და ახლა ისინი მზად არიან საბაკალავრო განათლების გასაგრძელებლად სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით – რაც მთლიანობაში ერთ მილიონ ევრომდე თანხას შეადგენს – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში, მათ შორის ჩიკაგოს უნივერსიტეტში, IE ბიზნესის სკოლაში, ნიუ-იორკის Vassar College-ში და ჰონკონგის უნივერსიტეტებში.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, წარმოადგენს ძალზე გავლენიან ინიციატივას, რომელიც ამ რეგიონის ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს”, აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ლუსია დი ტროიამ. “ხუთი წელია პროგრამა მაღალი ხარისხის, ევროპაზე ფოკუსირებულ განათლებას სთავაზობს გამორჩეულ მოსწავლეებს მთელი აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონიდან. კურსდამთავრებულთა წარმატება, რომელთაგან ზოგიერთმა სწავლა მსოფლიოს სახელგანთქმულ უნივერსიტეტებში განაგრძო, ამ ინიციატივის მიღწევებზე დაფუძნებულ უმნიშვნელოვანეს მემკვიდრეობას წარმოადგენს.
2018 წლიდან, როდესაც სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის 165-მა მოსწავლემ მოიპოვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სრული ორწლიანი სტიპენდია საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაში სწავლის მიზნით. სკოლი კურსდამთავრებულთა ოთხმოცდათხუთმეტმა პროცენტმა სრული ან ნაწილობრივი სასტიპენდიო დაფინანსება მოიპოვა სწავლის გასაგრძელებლად და სხვადასხვა დისციპლინის შესასწავლად – დაწყებული საბუნებისმეტყველო, მათემატიკური და საინჟინრო დარგებიდან (STEM), დამთავრებული სოციალური მეცნიერებებით – მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის ერაზმუსის, მაასტრიხტის, უტრეხტის, სორბონის, ბოლონიის, ჰარვარდის, იელის, ჰონკონგის და სხვა უნივერსიტეტები.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტუდენტთა უმრავლესობა გეგმავს მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნებას, რათა მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ განვითარებას მოახმარონ. მთლიანობაში სასტიპენდიო ფონდების მოცულობა, რომელთა საშუალებით 2018 წლიდან კურსდამთავრებულთა 5 ნაკადი დაფინანსდა, 6 მილიონ ევროს აჭარბებს.
საქართველოში არსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა წარმოადგენს ევროკავშირის უფრო ფართო რეგიონული ძალისხმევის ნაწილს, რომლის მიზანია ახალგაზრდობის საჭიროებების გადაჭრა, კონკრეტულად – საშუალო განათლების სფეროში. ის სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (სომხეთი აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა), ზრდის მათი დასაქმების პოტენციალს და ხელს უწყობს ევროკავშირის და ამ რეგიონში მისი ჩართულობის უკეთ გააზრებას სპეციალიზებული, ევროპაზე ფოკუსირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის საშუალებით.
ამ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS) შემდეგ პარტნიორებთან თანამშროლობით: ახალი სკოლა – საქართველოს საერთაშორისო სკოლა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაცია.
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]