ევროკავშირის მხარდაჭერით, რუსთავში 3 საბავშვო ბაღის შენობა ენერგოეფექტიანი გახდა
ქალაქ რუსთავში მდებარე სამ საბავშვო ბაღს შენობების ენერგოეფექტიანად გარდაქმნის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვის მიზნით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა სამივე შენობაში გაანახევრა ელექტროენერგიის მოხმარება და შეამცირა ნახშირორჟანგის ემისია.
შენობების განახლების შედეგად თბოსაიზოლაციო ფილებით მოპირკეთდა სამივე საბავშვო ბაღის კედლები, სახურავი, იატაკი და საძირკველი და შეიცვალა ხის კარ-ფანჯარა. შენობებში ასევე დამონტაჟდა ელექტროგანათების ახალი სისტემა და გათბობის და ცხელი წყლის მიწოდების სისტემა, რომელიც მზის კოლექტორების მეშვეობით მუშაობს.
პროექტი განახორციელა „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრმა“ (SDAP) ევროკავშირის და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და დაფინანსებით. ინიციატივა „მერების შეთანხმების“ სადემონსტრაციო პროექტის ნაწილია.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]