ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მონიტორინგს აძლიერებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) საქართველოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ სადამკვირვებლო წარმომადგენლობა გაზარდა. ესაა საპასუხო ქმედება 6 ნოემბრის ძალადობრივ ინციდენტზე, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
მონიტორინგის გაძლიერების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტიბორ კოზმამ 7 ნოემბერს განაცხადა. მან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა დიპლომატების დელეგაციისთვის ბრიფინგი ჩაატარა. ბრიფინგს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დირკ შუბელი ხელმძღვანელობდა.
კოზმამ ასევე აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისია მის მიერ მართული ცხელი ხაზის საშუალებით აგრძელებს ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას, რისი მთავარი მიზანიც დაძაბულობის შემცირება და ესკალაციის თავიდან აცილებაა.
ევროკავშირმა 7 ნოემბერს დაადასტურა სოფელ კირბალთან მომხდარი მკვლელობა და მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]