ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ვაჭრობის დახმარების ახალი სამსახური აამოქმედა
15 დეკემბერს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტირების მხარდაჭერის ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის დახმარების სამსახური ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ კომპანიებს ახალი შესაძლებლობების თუ პოტენციური პარტნიორების აღმოჩენაში დაეხმარება და სავაჭრო პროცედურებში გაარკვევს.
ახალ ონლაინპლატფორმაზე – https://eap.tradehelpdesk.org – მცირე საწარმოებს ვაჭრობის სფეროს ექსპერტებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისგან რეკომენდაციების მიღება შეეძლებათ. პლატფორმა გამოიყენებს ბაზრებზე წვდომის მონაცემთა ბაზას, Access to Markets, რომელიც ხელს უწყობს ევროპულ კომპანიებს, სრული სარგებელი მიიღონ სავაჭრო შეთანხმებებიდან. ამ მიზნით, ბაზაში კომპლექსური სავაჭრო წესები პრაქტიკული, კონკრეტულ ინტერესებზე მორგებული ინფორმაციის სახითაა ხელმისაწვდომი.
სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰელის განცხადებით, ახალი სამსახური ევროკავშირსა და რეგიონს შორის ეკონომიკურ კავშირებს განამტკიცებს და მცირე საწარმოებს ევროკავშირთან ვაჭრობას გაუმარტივებს. „პლატფორმა კომპანიებს პრაქტიკული გზით დაეხმარება და რეგიონში ჩვენ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს — აღდგენას, მდგრადობას და რეფორმებს დაუჭერს მხარს“, — აღნიშნა მან.
დახმარების სამსახური ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის, „EU4Business: აღმოსავლეთ პარტნიორობის დახმარების სამსახურის“ პროექტისა და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]