Skip to main content
ევროკომისია და EIB პარტნიორ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 18 მილიარდი ევროს ინვესტიციით ეხმარებიან
[featured_image_copyright]
მაისი 2, 2023

ევროკომისია და EIB პარტნიორ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 18 მილიარდი ევროს ინვესტიციით ეხმარებიან


ევროკომისია და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) პარტნიორ ქვეყნებს ევროპის საინვესტიციო სტრატეგიის, „გლობალური კარიბჭის“ (Global Gateway), ფარგლებში 18 მილიარდი ევროთი დააფინანსებენ.

თანხა ევროპის პარტნიორ ქვეყნებში „გლობალური კარიბჭისთვის“ პრიორიტეტულ სფეროებში ინვესტირებას მოხმარდება. ეს სფეროებია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, სუფთა ენერგია და ინფრასტრუქტურა. კერძოდ, ამ პროექტების მიზანი იქნება გლობალურ დონეზე კლიმატის სფეროს დაფინანსებაში არსებული ნაპრალის ამოვსება და პრევენციის, ადაპტაციის და მიტიგაციის მხარდაჭერა.

„,გლობალური კარიბჭე’ აფინანსებს იმ პროექტებს, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს სჭირდებათ — იქნება ეს ბუნებრივი კატაკლიზმების რისკის პრევენცია თუ ტრანსპორტის და ენერგეტიკის სუფთა ინფრასტრუქტურა“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში გამართულ Global Citizen NOW სამიტზე, — „18 მილიარდი ევროს ეს ინვესტიცია მეტი ასეთი პროექტის სწრაფ ამოქმედებას შეუწყობს ხელს. ,გლობალური კარიბჭე’ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააჩქარებს კლიმატის გარდასახვის სამოქმედო გეგმის შესრულებას, რაც გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ჩვენი პარტნიორების ცვლილებებისადმი მზაობას“.

მსოფლიოს მასშტაბით „გლობალური კარიბჭის“ მიზანია, რომ 2021-2027 წლებში გრანტების, შეღავათიანი სესხებისა და კერძო სექტორში საინვესტიციო რისკების შემცირების გზით 300 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციები უზრუნველყოს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გლობალური კარიბჭის სტრატეგია



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,