Skip to main content
ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრი საქართველოსთან თანამშრომლობას გააძლიერებს
[featured_image_copyright]
მარტი 1, 2023

ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრი საქართველოსთან თანამშრომლობას გააძლიერებს


ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრმა (EMCDDA) ახალი EMCDDA სამუშაო პროგრამა გამოაქვეყნა, რომელშიც 2023-2025 წლებისთვის განსაზღვრული გეგმებია მიმოხილული. 

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კერძოდ კი 2024 წელს EMCDDA ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტოდ (EUDA) ტრანსფორმირდება. EUDA იქნება სრულიად ახალი ორგანიზაცია გაფართოებული მანდატით და ის აკრძალულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკას გააძლიერებს. 

EMCDDA-ის თანახმად, ევროპაში ნარკოტიკების პრობლემაზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს გლობალურ დონეზე მიმდინარე მოვლენები. ამის გათვალისწინებით,  ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებული სიტუაციის მონიტორინგი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 

შესაბამისად, მიმდინარე წელს სააგენტო აპირებს თანამშრომლობის გაძლიერებას ევროპული სამეზობლოს სახელმწიფოებთან (EU4MD II) — განსაკუთრებით, საქართველოსთან (EMCDDA4GE) და, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის, ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,