ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი „კრისტალთან“ პარტნიორობით მხარს დაუჭერს კერძო სექტორს საქართველოში
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 8.6 მილიონი ევროს
(10 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის დაფინანსების პაკეტი გამოყო საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მიკრობანკის „კრისტალისთვის“ კერძო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად და ქვეყანაში მწვანე დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით.
დაფინანსების პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხი 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ის გაიცემა ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე, მათ შორის კომპანიებზე ქვეყნის ეკონომიკურად დაბალგანვითარებულ და სასოფლო რეგიონებში. სესხი გააუმჯობესებს საწარმოების წვდომას საშუალოვადიან დაფინანსებაზე ადგილობრივ ვალუტაში და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას დაეხმარება.
მეორე ნაწილი არის დამატებითი 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, საიდანაც 1.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო EBRD-მა, ხოლო 0.5 მილიონი
აშშ დოლარი – მწვანე კლიმატის ფონდმა (GCF) EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების მექანიზმის (GEFF)-ის ფარგლებში. ეს საშუალებას მისცემს „კრისტალს“ გააფართოვოს თავისი მწვანე სესხები, რომლითაც ის დააფინანსებს კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ტექნოლოგიებს კერძო პირებისა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
კრისტალი დაფინანსებას განახორციელებს მისი საერთო-ეროვნული ფილიალების ქსელისა და ციფრული არხების მეშვეობით, რითაც გააგრძელებს ქალების მიერ მართული ბიზნესის და მომსახურებით არასაკმარისად უზრუნველყოფილი სხვა ჯგუფების მხარდაჭერას. გარდა ამისა, პროექტი მხარს დაუჭერს „კრისტალის“ მიმდინარე ძალისხმევას, რათა გააუმჯობესოს წვდომა გენდერულ პრობლემატიკაზე დაფუძნებულ მწვანე ფინანსურ პროდუქტებზე.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]