Skip to main content
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი: მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ინტენსივობის შემცირება 2025 წელს 6 პროცენტამდე
[featured_image_copyright]
მაისი 20, 2025

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი: მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ინტენსივობის შემცირება 2025 წელს 6 პროცენტამდე


2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4 პროცენტით გაიზარდა, რითაც მან მოლოდინებს გადააჭარბა და დაჩქარდა 2023 წლის 7.8 პროცენტიდან, აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბოლო საფლაგმანო ეკონომიკურ ანგარიშში.

ამ ზრდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, განათლების, საჯარო ადმინისტრაციის, ვაჭრობის და მშენებლობის სექტორები, და ომთან დაკავშირებული ფინანსური ნაკადების და რუსეთიდან მიგრაციის შემცირების მიუხედავად, შიდა მოხმარება რჩებოდა მაღალი, რაც კრედიტების რაოდენობის და ხელფასების ზრდით იყო განპირობებული.

იმავდროულად, 2024 წელს ინფლაციის დონე რჩებოდა დაბალი, საშუალოდ
1.1 პროცენტი, ანუ უფრო დაბალი 2023 წელს არსებულ 2.5 პროცენტთან შედარებით. ინფლაციის დონის დაჩქარება დაიწყო 2024 წლის ოქტომბრიდან სურსათზე ფასების ზრდის გამო, და წლიური მაჩვენებლით 2025 წლის მარტში 3,5 პროცენტს მიაღწია, რაც მცირედ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის  მიერ დადგენილ 3-პროცენტიან მაჩვენებელს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის პოზიცია კვლავ ფრთხილია და ის ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას გარე დაუცველობის შემცირებასთან აბალანსებს. მაღალი რეალური საპროცენტო განაკვეთი მიუთითებს მიზანმიმართულ მცდელობაზე შეაჩეროს ინფლაციის მოლოდინები.

პროგნოზირებულია, რომ რეალური მშპ 2025 წელს 6 პროცენტამდე, ხოლო 2026 წელს 5 პროცენტამდე შემცირდება, ანუ ზრდის პოტენციურ ტემპს მიუახლოვდება; ამ პროცესს მხარს უჭერს საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ენერგეტიკის და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორებში. 

იმავდროულად, პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ შესაძლოა ექსპორტის ზრდა და ინვესტიციები შეამციროს, ვინაიდან რუსეთიდან მიგრაციის ერთჯერადი ეფექტი ქრება.  უარყოფითი რისკები მოიცავს საგარეო ბალანსის და გარე მოთხოვნის შესუსტებას, მათ შორის სავაჭრო ტარიფების ზრდისა და ბიზნეს გარემოს გაუარესების გამო, და საკრედიტო ექსპანსიის ტემპის შემცირებას.

დამატებითი ინფორმაცია

ანგარიში



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,