ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ინვესტიციას დებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისის წყალმომარაგების სისტემის დასაფინანსებლად 40 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს.
EBRD ამ ინვესტიციით კომპანიის, Georgia Global Utilities (GGU), მიერ 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მწვანე ევროობლიგაციების“ გამოშვების ინიციატივაში ჩაერთო. GGU ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს თბილისის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას მოახმარს.
EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამამ, რომელმაც თავისი საფლაგმანო პროექტის, „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ მეშვეობით თბილისში უკვე რვა პროექტს დაუჭირა მხარი, მწვანე ობლიგაციების გამოშვებაში პირველად მიიღო მონაწილეობა. პროექტი დააფინანსებს წყლის სექტორს და იმუშავებს ისეთი გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაზე, როგორიც წყლის დანაკარგებია.
EBRD საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. დღეისათვის ბანკს ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში მომუშავე 299 პროექტში 5 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია აქვს ჩადებული. ამასთან, ამ ინვესტიციების 82 პროცენტი კერძო სექტორშია განხორციელებული.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]