Skip to main content
ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორისთვის 30 მილიონ ევროს გამოყოფს
[featured_image_copyright]
მაისი 8, 2023

ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორისთვის 30 მილიონ ევროს გამოყოფს


4 მაისს ევროპის კავშირის საბჭომ ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

EPF-ის ეს მორიგი დახმარება ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორების საოპერაციო ეფექტიანობას გააუმჯობესებს, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას დააჩქარებს და ურთიერთთავსებადობას შეუწყობს ხელს.  ამის შედეგად კი მოქალაქეები კრიზისებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს მეტად დაცულნი იქნებიან. 

საქართველოსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება 36-თვიან პერიოდს მოიცავს. ამ თანხით საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის დაფინანსდება არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება და მომსახურება და საჭიროების მიხედვით — ტექნიკური მომზადება. დამტკიცებული მოწყობილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთავდაცვით აღჭურვილობას.

იმავე გადაწყვეტილების ფარგლებში მოლდოვის რესპუბლიკა თავისი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად 40 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს მიიღებს. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანახმად, ორი ქვეყნისთვის განსაზღვრული დახმარების ეს მესამე პაკეტი  „მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ“ გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,