Skip to main content
გაფართოების შესახებ დასკვნაში ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს 
[featured_image_copyright]
დეკემბერი 20, 2024

გაფართოების შესახებ დასკვნაში ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს 


17 დეკემბერს მიღებულ გაფართოების შესახებ დასკვნაში ევროკავშირის საბჭომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. 

იმავე დროს, დასკვნაში გამოთქმულია „ევროკავშირის სერიოზული შეშფოთება“ „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო – მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და იმ სხვა კანონების მიღებისთვის, რომლებიც ევროკავშირის მთავარ ფასეულობებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. დასკვნაში ეს ქმედებები შეფასებულია, როგორც უკუსვლა იმ ნაბიჯებთან მიმართებით, რომლებიც ევროკომისიამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად განუსაზღვრა. 

საბჭო ხაზს უსვამს, რომ ამგვარი სამოქმედო კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. საბჭო სინანულს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. 

საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. „საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. საჭიროა ძალადობის ყველა შემთხვევის გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა“, წერია დასკვნაში. 

საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სასწრაფოდ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას და მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც გაითვალისწინებს  ევროპული ინტეგრაციის მთავარ პრინციპებს. 

საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ ღრმადაა შეშფოთებული დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით უკუსვლის გამო. „საქართველომ სრულად უნდა სცეს პატივი ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე მედიის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს და ლგბტი თემის წევრთა უფლებებს“, აღნიშნულია განცხადებაში. 

დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების, პოლიტიკური ლიდერების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაშინება, შევიწროება და მათზე ძალადობა, რისთვისაც დაუყოვნებლივ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მზარდი პოლარიზაციის დასაძლევად. 

„საბჭო წუხილს გამოთქვამს სასამართლო სისტემაში უკუსვლისა და, ზოგადად, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მზარდი დასუსტების გამო“, ვკითხულობთ დასკვნაში, „მნიშვნელოვანი ძალისხმევაა გასაწევი სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი და ევროკავშირის სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისი რეფორმების გასატარებლად. არანაკლები მნიშვნელობისაა კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან თანმიმდევრული ბრძოლა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით მუშაობა“. 

ეკონომიკური კრიტერიუმების თვალსაზრისით, საბჭომ მომზადების საშუალო დონე და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში შეზღუდულ პროგრესი აღნიშნა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დასკვნები



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,