Skip to main content
ითამაშე EUcraft: მიაღწიე შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოში
[featured_image_copyright]
აგვისტო 27, 2025

ითამაშე EUcraft: მიაღწიე შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოში


ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის მუშაობის პროცესით დაინტერესებულებს EUcraft-ის სათამაშოდ იწვევს, სადაც ისინი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს რეალურ საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოებით გამოცდიან. 

ციფრული სიმულაციური თამაში ვებპლატფორმასა და მობილურში უფასოდაა ხელმისაწვდომი და 15 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის არის განკუთვნილი. 

EUcraft საგანმანათლებლო თამაშია, რომელიც ეფუძნება ნამდვილ  მოლაპარაკების პროცესსა და რეალურ საკითხებს. აქ შენს ხელშია ყველა მოწყობილობაზე ერთიანი დამტენის შემოღებაზე შეთანხმება, ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვა ან ელექტრო-ჰიბრიდულ ავტომობილებზე და ეკომეგობრულ შენობებზე გადასვლის მხარდაჭერა.

თუმცა, მოლაპარაკებების პროცესი გამარტივებულია და თამაშის სახე აქვს მიცემული, რის შედეგადაც დამატებულია გასართობი ელემენტები და საკითხები გარკვეული ხარისხით განზოგადებულია. ქვეყანათა პოზიციებიც გამარტივებულია და თამაშზეა მორგებული. შედეგად, რეალურ საკანონმდებლო პროცესში ქვეყნების პოზიციები შეიძლება განსხვავდებოდეს თამაშში წარმოდგენილისგან.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თამაში ერთი ან რამდენიმე მოთამაშისთვის, შექმნათ საკუთარი თამაში ან შეუერთდეთ სხვა გუნდის წევრებს.

მოთამაშეებს ასევე შეუძლიათ გამოცადონ, თუ რამდენად კარგად ფლობენ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, რისთვისაც მათთვის შექმნილია ევროკავშირზე ტესტი, რომელსაც დამწყებისა და ექსპერტის დონეები აქვს. ტესტი 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,