მოლდოვაში, სომხეთსა და საქართველოში სიკვდილიანობის და სერიოზული ტრავმების ღირებულება საგანგაშო დონეს აღწევს
აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიამ (EaP RSO), რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს, Facebook-ზე გაავრცელა ახალი მონაცემები საგზაო ავტოკატასტროფების ფარული ღირებულების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის (EaP RSO) მონაცემებით, 2023 წელს სიკვდილიანობისა და სერიოზული დაზიანებების ღირებულებამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში საგანგაშო დონეს მიაღწია:
მოლდოვა – 545 მილიონი აშშ დოლარი (სიკვდილიანობა: 95 მილიონი აშშ დოლარი, სერიოზული ტრავმები: 450 მილიონი აშშ დოლარი)
სომხეთი – 1.03 მილიარდი აშშ დოლარი (სიკვდილიანობა: 216 მილიონი აშშ დოლარი, სერიოზული ტრავმები: 810 მილიონი აშშ დოლარი)
საქართველო – 1.21 მილიარდი აშშ დოლარი (სიკვდილიანობა: 254 მილიონი აშშ დოლარი, სერიოზული ტრავმები: 953 მილიონი აშშ დოლარი)
„საგზაო შემთხვევები არა მხოლოდ სიცოცხლეს იწირავს – ისინი ყოველწლიურად მილიარდობით ეკონომიკური ზარალის მიზეზიც ხდება“, – ნათქვამია EaP RSO-ს Facebook-ის პოსტში. „ამ ხარჯების უმეტესობა მოდის სერიოზულ ტრავმებზე, რომლებმაც შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. ამ ციფრებს მიღმა კი მძიმედ დაზარალებული ოჯახები, საზოგადოებრივი ჯგუფები და ეროვნული ეკონომიკა დგას.“
ინიციატივა ქვეყნებს მოუწოდებს საგზაო უსაფრთხოებაში ინვესტირებისკენ, რაც გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს და შეამსუბუქებს ფინანსური ტვირთს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ერთობლივი ინიციატივაა, რომლის საერთო მიზანია
2030 წლისთვის საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის 50%-ით შემცირება. ეს ინიციატივა მოიცავს მონაცემებს ქვეყნების დონეზე და ასრულებს კატალიზატორის როლს ეროვნული საგზაო უსაფრთხოების მონაცემების შეგროვების, მართვისა და ანალიზის გაძლიერებაში. ინიციატივას აფინანსებს ევროკავშირი მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიების გლობალური ქსელის ფარგლებში.
დამატებით ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]