ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები — ევროკავშირის პროექტის ბაზას საქართველოში შეკრებილი მონაცემები დაემატა
ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) ინსტრუმენტს, „სასჯელების მოკლე მიმოხილვა“, მონაცემები ევროკავშირის რვა პარტნიორი სახელმწიფოდან დაემატა. საქართველოსთან ერთად, ამ ქვეყნებს შორის მოლდოვა, სომხეთი და უკრაინაც არიან.
EMCDDA-ის სპეციალურ ვებგვერდზე განმარტებულია, თუ როგორ უმკლავდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ნორვეგია, თურქეთი და ევროკავშირის ზოგიერთი პარტნიორი ქვეყანა ნარკოტიკების მოხმარებასთან, ფლობასთან თუ გავრცელებასთან დაკავშირებულ კანონდარღვევებს.
გარდა ამისა, „სასჯელების მოკლე მიმოხილვა“ ერთდროულად ხუთამდე ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ზომების შედარების საშუალებას იძლევა. ონლაინ-ინსტრუმენტი ააშკარავებს, როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ქვეყნების კანონებით გათვალისწინებული სასჯელები ნარკოტიკების ტიპის, რაოდენობის, დამნაშავის ნარკოტიკზე დამოკიდებულების თუ რეციდივიზმის დონის მიხედვით.
ახალი ქვეყნებიდან მონაცემები ინსტრუმენტს მიმდინარე წლის განმავლობაში დაემატება.
მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მონაცემები EMCDDA-ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის მეშვეობით შეიკრიბა. ინიციატივა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (EU4MD) ფარგლებში განხორციელდა.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]