Skip to main content
ოზი დაბრუნდა: არ გადადო ზრუნვა #ForOurPlanet!
[featured_image_copyright]
აპრილი 18, 2025

ოზი დაბრუნდა: არ გადადო ზრუნვა #ForOurPlanet!


საქვეყნოდ ცნობილი ზაზუნა ოზი ახალი რჩევებით ბრუნდება, რომ გვასწავლოს, უკეთ როგორ ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე (#ForOurPlanet).

ოზი ენერგოეფექტიანობის ელჩია ევროკავშირიდან. ამასთან, ის EU4Energy-ის ორი კომიქსის გმირიცაა და თავისი თავგადასავლებით გვანახებს, როგორ დავზოგოთ ენერგია და დავეხმაროთ პლანეტას. ის თავის რჩევებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს ონლაინ და სკოლებში ვიზიტების დროს უზიარებს.

ამჯერად ოზის სურს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეატყობინოს ბავშვებს – ესაა ხუთი მარტივი რჩევა, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ჩვენი ყოველდღიური ჩვევებით დავზოგოთ ენერგია და ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე მივცეთ.

გასულ შაბათს, ზაზუნას საერთაშორისო დღეს (იცოდით, რომ ეს დღე 12 აპრილს აღინიშნებოდა?) ოზიმ Instagram-ზე ახალი კამპანია დაიწყო. მისი ვიდეოდან ხუთ რჩევას მიიღებთ:

  • გაცვალე ნივთები
  • დაკეტე ონკანი
  • ჩააქრე შუქი
  • იარე ველოსიპედით
  • გამოიყენე უკეთესი ნათურები

ოზის ყველა რჩევა და პრაქტიკული მასალა, რომელიც ბავშვებს ენერგიის დაზოგვას ასწავლის, ჩვენს ახალ სპეციალურ ვებგვერდზეა თავმოყრილი: https://euneighbourseast.eu/ka/ozzyforourplanet-ka/.

სულ მალე ოზი ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან (YEAs) ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სკოლებს მოინახულებს და ინტერაქტიურ აქტივობებს მოაწყობს. ის, ასევე, EU4Energy-ის გუნდთან და ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან ერთად მთელ რეგიონში გამართულ ევროპის დღის საზეიმო ღონისძიებებსაც დაესწრება. 

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოზი Facebook-ის, Instagram-ისა და YouTube-ის გვერდებზე ბავშვებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ისაუბრებს.არ გამოგეპაროთ ოზის ახალი რჩევები!  #OzzyForOurPlanet #EU4Energy #StrongerTogether



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,