Skip to main content
ოზურგეთსა და ამბროლაურში მცხოვრები ახალგაზრდები მდინარეების დაბინძურების წინააღმდეგ პროექტში ჩაერთნენ
[featured_image_copyright]
სექტემბერი 4, 2024

ოზურგეთსა და ამბროლაურში მცხოვრები ახალგაზრდები მდინარეების დაბინძურების წინააღმდეგ პროექტში ჩაერთნენ


„შენი ყოველი დაუფიქრებელი ნაბიჯი დინებას ბოლოს მაინც შენთან მოაქვს“,  „ნარჩენები სანაგვე ყუთებისთვისაა და არა მდინარეებისთვის“ – ამ მოწოდებების მქონე ბანერები ოზურგეთისა და ამბროლაურის მცხოვრებლებმა მდინარეებთან განათავსეს.

ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ეს გამაფრთხილებელი ბანერები, შესაბამისი QR კოდებით, ევროკავშირისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით შექმნეს. QR კოდებს მოკლე ვიდეოებზე გადაჰყავხართ, რომლებიც თითოეული მდინარის დაბინძურების ხარისხის შესახებ გიყვებათ.

საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები შვიდი თვის განმავლობაში იკვლევდნენ მდინარეების დაბინძურებისა და ნარჩენების მართვის პრობლემებს. კლიმატის ცვლილების საკითხებზე შედგენილი თემატური ტრენინგები ორმოცმა ახალგაზრდამ გაიარა. მათ თავიანთი მუნიციპალიტეტების მდინარეთა მდგომარეობა შეისწავლეს და დაგეგმეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც საინფორმაციო შეხვედრებს, სლოგანების შექმნასა და საინფორმაციო ვიდეორგოლების დამზადებას მოიცავდა.

„ჩვენი მიზანი იყო, დაგვეფიქსირებინა, რომელი ადგილი იყო ტურისტულად მომხიბლავი და სად შეიძლებოდა, ადამიანებს გაეტარებინათ კარგი დრო, იდგა თუ არა მდინარეებთან ნაგვის ურნები და რამდენად დაბინძურებული იყო მათი მიმდებარე ტერიტორია“, – გვიყვება პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, თექვსმეტი წლის ნინი მეგრელიძე. 

„ამბროლაურში ორი დიდი მდინარეა – კრიხულა და რიცეულა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდინარეები მეტ-ნაკლებად სუფთად ითვლება, სანაპიროებზე არის კონკრეტული ადგილები, სადაც ხშირად ტოვებენ ნაგავს და ზოგჯერ მდინარეშიც ხვდება ეს ნარჩენები“, – განაცხადა პროექტის კიდევ ერთმა მონაწილემ, 29 წლის სალომე აბუთიძემ ამბროლაურიდან.

დამატებითი ინფორმაცია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოსტი Facebook-ზე

სტატია: „გურული და რაჭველი ახალგაზრდები მდინარეების სისუფთავისთვის – გარემოსდაცვითი აქტივიზმი ოზურგეთსა და ამბროლაურში”



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,